ქ. ზესტაფონის ტერიტორიაზე (რუსთაველის ქუჩა) სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 19.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №293
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018632
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2015
matsne.gov.ge 842 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 07.10.2016 ყვარლის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 14.09.2015 შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 11.12.2015 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 18.07.2016 შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 03.08.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქ. ზესტაფონის ტერიტორიაზე (რუსთაველის ქუჩა) სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#2E74B5;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.Heading1Char { color:#2E74B5; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №293 2015 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი ქ. ზესტაფონის ტერიტორიაზე  (რუსთაველის ქუჩა) სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცე­ბის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-14 პუ­ნქ­ტ­ის საფუძველზე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დადგინდეს შემდეგი მოთ­ხო­ვნები: ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე განახორციელოს სალიცენზიო ობიექტის კონტურში არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთის (რუსთაველის ქუჩა) რეაბილიტაცია - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა; ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება განახორციელოს ოთხ ეტაპად, თანდართული ტოპოგრაფიული რუკის (დანართი №1) მიხედვით, უბნების რიგითობის შესაბამისად. სალიცენზიო ობიექტის მე-4 უბანი დამუშავდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. თუ მოპოვებითი სამუშაოების წარმოებისას - პირველი, მე-2 ან მე-3 უბნის დამუშავების დროს მოხდება მე-4  უბნით გათვალისწინებულ ფართობზე მიწის საფარის დაზიანება (ჩანგრევა/ჩავარდნა), ან ადგილი ექნება მსგავსი საფრთხის შემცველ გარემოებებს, ლიცენზიანტი ჯერ უზრუნველყოფს ხსენებული უბნის დამუშავებას; გ) მხოლოდ წინა ეტაპის (დანართი №1-ით გათვალისწინებული შესაბამისი უბანი) დასრულების შემდეგ (მოპოვება, მოპოვების შემდეგ გაჩენილი ქვაბულის სრულად ამოვსება, მიწის ზედაპირის მოსწორება), რაც დადასტურდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირების ერთობლივი აქტით, განახორციელოს შემდეგი ეტაპის დაწყება; დ) სალიცენზიო ობიექტის დამუშავებისას გაითვალისწინოს სალიცენზიო ობიექტის კონტურში არსებული გზის მონაკვეთის მიმდებარედ განლაგებული კერძო ობიექტების მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა ინტერესები. ქონებით  სარგებლობის შეუძლებლობის, ან/და ზიანის მიყენების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება ან კომპენსაციის გაცემა განახორციელოს მხარეთა შორის ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე, ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ე) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს შეუთანხმოს სალიცენზიო ობიექტის კონტურში არსებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომელზეც გაცემული იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნა; აღნიშნული შეთანხმების თაობაზე ინფორმაცია წარუდგინოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს; ვ) მომზადებული წიაღითსარგებლობის პროექტი განსახილველად წარუდგინოს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, ხოლო რეკულტივაციის პროექტი შეათანხმოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან; ზ) ამ განკარგულების ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებამდე, გზის რეაბილიტაციის პროექტის (ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად) ღირებულებისა და რეკულტივაციის პროექტის ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტს წარუდგინოს პროექტების იდენტური თანხის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. მუნიციპალიტეტში საბანკო გარანტიის წარდგენის შემდგომ ინფორმაცია აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე წარუდგინოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს; თ) ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები ამ განკარგულების ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდგომ. ერთ-ერთი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. ი) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები შეათანხმოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან და აღნიშნული ვადების თაობაზე შეთანხმების შემდგომ აცნობოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს; კ) უზრუნველყოს სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების გატანა თანდართული სქემის (დანართი №2) მიხედვით; ლ) სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით; მ) სალიცენზიო ობიექტზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების დასრულების შემდგომ უზრუნველყოს სალიცენზიო ობიექტის კონტურში არსებული გზის საფარის დაგება, ამ განკარგულების ,,ე“ ქვეპუნქტით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად; ნ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც დაადასტურებს საავტომობილო გზის მონაკვეთის (რუსთაველის ქუჩა) რეაბილიტაცია - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის სამუშაოების შესაბამისობას გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის შეთანხმებულ პროექტთან.    პრემიერ-მინისტრი                                        ი. ღარიბაშვილი