შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1636
2017 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. ბათუმისა და სოფლის გზების რეაბილიტაციის მიზნით, შპს „გზები“ (ს/ნ: 245425393) 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 742286 | 4608735 |
| 2 | 742335 | 4608676 |
| 3 | 742296 | 4608586 |
| 4 | 742050 | 4608482 |
| 5 | 741941 | 4608461 |
| 6 | 741890 | 4608439 |
| 7 | 741859 | 4608414 |
| 8 | 741843 | 4608374 |
| 9 | 741593 | 4608245 |
| 10 | 741532 | 4608172 |
| 11 | 741519 | 4608303 |
| 12 | 741856 | 4608530 |
| 13 | 742102 | 4608584 |
| S = 9,03 ჰა | ||
| WGS 1984. |
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – შპს „გზები“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.
3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, შპს „გზების“ ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა – 36 000 (ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი და შპს „გზებმა“ აღნიშნული თანხის გადახდა უზრუნველყოს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
4. შპს „გზების“მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში– გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
5. შპს „გზებმა“სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2017.
- როდის იქნა მიღებული „შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
- „შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ მიღებულია 03.08.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1636. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024357.
- სად არის „შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“, №1636, 03.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024357 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3778742/