ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2015
ძალის დაკარგვა 25.02.2016
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 763 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2015 მიღება
25.02.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 ცენტრალური
2 შუალედური
3 პერიფერიული
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონა
ქ. ხონის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2015 წლის 25 თებერვალი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირეველი პუნქტის ,,ე.გ’’ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის’’ თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქ. ხონის ტერიტორიის ზონირება, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’ ხონის მუნიციპალიეტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე    დანართი №1 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ьარსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ 1. ქ. ხონის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების შესაბამისად, სამი ზონის მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:     SN = IMG x ITL x C x K , სადაც: ა) SN – არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ)  IMG - არის ქ.ხონის  მაკრომდებარეობის ინდექსი,რომელიც შეადგენს 0,42-ს; გ) ITL -არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ცენტრალური ზონისთვის უდრის 1,2-ს, შუალედური ზონისთვის უდრის 1,0-ს, ხოლო პერიფერიული ზონისთვის უდრის 0,8-ს; დ)  C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1.კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;  ე)  K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 119-ს; 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. ხონში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  1.კვ.მ  მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით: № ზონა IMG ITL C K   CN (ლარი) CN=IMG x ITL x C x K 1      ცენტრალური 0,42  1,2 0,24 119 14,40 2     შუალედური 0,42  1,0 0,24 119 12,0 3     პერიფერიული 0,42  0,8 0,24 119 9,60 3. ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1.კვ.მ-ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ.ხონის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 40%-ს ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 4,80 ლარს. 4. ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1.კვ.მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ.ხონის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 3,60 ლარს. 5.ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დაგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში(თითოეულ მხარეს)  არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ.ხონის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 50%-თ და შესაბამისად შეადგენს 6 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი. დანართი №2  ქ. ხონის ზონების აღწერა   ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL       ცენტრალური ზონა ცენტრალური ზონის საზღვარი გასდევს ვ.ბახტაძეს ქუჩას ქალაქის ცენტრალური სტადიონის დასავლეთ საზღვრამდე.შემდეგ საზღვარი გასდევს ახალგაზრდობის ქუჩას, კვეთს ი.ჭავჭავაძის ქუჩას №5 საცხოვრებელ სახლთან და ვრცელდება სამხრეთით სამრეწველო ბაზრის ტერიტორიის ჩათვლით. შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით ი.აბაშიძის ქუჩის გადაკვეთამდე და მოიცავს ავტოსადგურის ტერიტორიას, ხაზი გრძელდება სამხრეთით მ.ხონელის ქუჩისა და მ.ხონელის მე-2 შესახვევის გადაკვეთამდე, ჩრდილოეთით მ.ხონელის ქუჩის გასწვრივ გ.ჭანტურიას ქუჩის გადაკვეთამდე, გასდევს ქუჩას №13 საცხოვრებელ სახლამდე, ხოლო შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით და კვეთს გ.ჭანტურიას ქუჩას, დ.გურამიშვილისა და რ.შამათავას ქუჩებს სოლომონ მეორის ქუჩის გადაკვეთამდე. საზღვარი გასდევს სოლომონ მეორის ქუჩას მარჯვენა მხარეს საცხოვრებელ ბინამდე. გრძელდება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით და უერთდება ვ.ბახტაძის ქუჩას საწყის წერტილში.             1,2 შუალედური ზონა შუალედური ზონის საზღვარი ჩრდილოეთით ნუცუბიძის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთიდან მიემართება სოლომონ მეორის ქუჩისაკენ და კვეთს მას № 21 სახლთან,გრძელდება დასავლეთით და კვეთს მ.სებუას № 9 სახლთან, იპ.ხვიჩიას 1№13–18 საცხოვრებელ სახლთან და რკალისებურად მიემართება სამხრეთ-დასავლეთით ვ.ბახტაძის და ახალგაზრდობის ქუჩის პირველი შესახვევის გადაკვეთიდან სამხრეთისაკენ და კვეთს ი.ჭვჭავაძის ქ.№ 20 საცხოვრებელ სახლთან, შემდეგ ბაგრატიონის № 75–54 საცხოვრებელ სახლებთან და გრძელდება რკალისებურად სამხრეთით, კვეთს ი.აბაშიძის ქუჩის პირეველ შესახვევს № 14 სახლთან. ი.აბაშიძის ქუჩიდან იცვლის მიმართულებას აღმოსავლეთით და გრძელდება მოსე ხონელის და 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე. შემდეგ მიემართება რკალისებურად აღმოსავლეთით  26 მაისის ქუჩის მარჯვენა მხარეს და კვეთს ტ.ტაბიძის, მებუკისა და ნიკოლაძის ქუჩებს № 29 სახლთან, გ.ჭანტურიას ქ. №100 და აღმაშენებლის ქ. № 16–19 საცხოვრებელ სახლთან. შემდეგ მიემართება ჩრდილოეთით, კვეთს გურამიშვილის ქუჩის პირველ  შესახვევს რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე და გრძელდება ნუცუბიძისა და პუშკინის ქუჩის გადაკვეთამდე.            1,0  პერიფერიული ზონა პერიფერიულ ზონაში შედის ტერიტორია ჩრდილოეთის მხარეს სოლომონ მეორის ქუჩის № 21 სახლიდან ნახახულევის ტერიტორიული ორგანოს საზღვრამდე. დასავლეთით ჭავჭავაძის და ბაგრატიონის ქუჩის გადაკვეთიდან მარტვილის საზღვრამდე. სამხრეთით 26 მაისის და მოსე ხონელის გადაკვეთიდან ივანდიდის საზღვრამდე. აღმოსავლეთით ჭანტურიას ქუჩის 100 ნომრიდან კუხის ტერიტორიული ორგანოს საზღვრამდე.             0.8