ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2023 წლის 22 თებერვალი ქ. ხონი |
|
1. ქ.ხონის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების შესაბამისად სამი ზონის მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN – არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქ.ხონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,42-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ცენტრალური ზონისთვის უდრის 1,2-ს, შუალედური ზონისთვის უდრის 1,0-ს, ხოლო პერიფერიული ზონისთვის უდრის 0,8-ს; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1.კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 139-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. ხონში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1.კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგ
3. ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1.კვ.მ-ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ხონის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 40%-ს ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 5.60 ლარს. 4. ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1.კვ.მს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ.ხონის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ს ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 4.20 ლარს. 5. ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დაგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ.ხონის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 50%-თ და შესაბამისად შეადგენს 7.0 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი. |
დანართი №2
|