ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2015 წლის 25 თებერვალი ქ. ხობი |
|
ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი.მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
დანართი დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი. მუხლი 1. ზოგადი დებულებანია)
უმწეოთა სასადილო - ხობის მუნიციპალიტეტში არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს;ბ)
ბენეფიციარი - პირი, რომელიც სარგებლობს უმწეოთა სასადილოს მომსახურებით.გ)
გამგეობა - დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უმწეოთა სასადილოს ფუნქციონირებას.დ)
რეგისტრაცია - უმწო მდგომარეობაში მყოფი პირის აღრიცხვა ბენეფიციარად;ე)
საცხოვრებელი ადგილი - პირის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, ხოლო უმისამართოდ რეგისტრირებული პირისთვის - სარგებლობაში არსებული ფართობი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი დანიშნულებით.ვ)
სამსახური - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური.1.
უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს (შემდგომში - „გამგებელი“).2.
განცხადებას თან უნდა ახლდეს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.3.
განცხადებას განიხილავს და ამ წესთან მის შესაბამისობას ადგენს სამსახური, 10 დღის ვადაში.4.
გამგებელი, სამსახურის წინადადების საფუძველზე, გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იღებს გამგეობაში განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა.1.
ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომლის ოჯახიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს ფულად დახმარებას.2.
გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.3.
გამგებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს სამსახური.ა)
ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა გამგეობას აღნიშნულის შესახებ;ბ)
ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს;გ)
ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საზღვრებში;დ)
ბენეფიციარი 1 თვის განმავლობაში არ სარგებლობს უმწეოთა სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;ე)
ბენეფიციარი გარდაიცვალა.1.
პირი, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ უმწეოთა სასადილოს მომსახურებით, ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე. ამ მიზნით სამსახური ამოწმებს ამ პუნქტში მითითებულ პირთა შესახებ არსებულ მონაცემებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის, ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.2.
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან/და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.