ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2015 წლის 26 თებერვალი ქ. ახალქალაქი |
|
დებულება
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ადმინისტრაციული სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს, საქართველოს კანონის - “ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი”-ს და ,,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის თებერვლის №- დადგენილების შესაბამისად გამგეობის დებულების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით;
4. ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. გამგებლისათვის (გამგებლის მოადგილეებისათვის) კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა;
3. გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და გამგეობაში შემავალი სამსახურების პერიოდული უზრუნველყოფა საქართველოს მედიის მიერ გავრცელებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის თაობაზე;
4. მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;
5. გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;
6. საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
7. გამგეობაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
8. გამგეობის არქივის წარმოება;
9. გამგეობაში ერთიან საქმის წარმოებასთან დაკავშირებით სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
10. გამგეობაში დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;
11. გამგებლის და გამგებლის მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი;
12. გამგებლის, გამგებლის მოადგილეების თათბირების ორგანიზება;
13. მოქალაქეთათვის გამგეობის საქმიანობის გაცნობა;
14. გამგეობის სისტემაში შემავალ სამსახურებთან ურთიერთობის დამყარება, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ერთობლივი პროექტების კოორდინირებულად განხორციელება;
15. საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;
16. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ურთიერთობას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით სამთავრობო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და კერძო ბიზნესის სტრუქტურებთან;
17. უზრუნველყოფს საქმიანი პარტნიორების გამოვლენასა და მათთან კონტაქტების დამყარებას;
18. ხელს უწყობს ოფიციალური დელეგაციების მიღებასა და დაბინავებას;
19. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების გამგეობის მიერ დახვედრის, მიღების, გაცილების ორგანიზება;
20. უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის, გამგეობის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენას;
21. სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეების სხვა დავალებების შესრულება.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში (ოპერატიული აუცილებლობიდან გამომდინარე), ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე;
გ) წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
დ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული დავალებები, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების შესრულება.
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა მუნიციპალურ ქონებას.
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა, რეგისტრაცია და დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის;
ბ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
გ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;
დ) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;
ე) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა;
ვ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენება;
ზ) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება;
თ) ელექტრონული საქმისწარმოება;
ი) საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება;
კ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმება; მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; აღრიცხვა და კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ლ) მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
მ) საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენა; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრა; კონტროლი მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებაზე;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საორგანიზაციო განყოფილება:
ა) საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება;
ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა - პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
გ) გამგეობის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულებში გამგეობის წარმომადგენლის ოფისების საოფისე მასალების მომარაგება;
დ) გამგეობის სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
ე) გამართული კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაცია მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ვ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირება;
ზ) სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ი) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;
კ) გამგეობის სამსახურებისა და წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობა;
ლ) გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება, ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
მ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და დაარქივება
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინასების ძირითადი წყაროა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.