„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016923
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №17/ნ

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის № 132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ  ბრძანების (www.matsne.gov.ge, 09/09/2013, სარეგისტრაციო  კოდი 430210000.22.022.016652) პირველი მუხლით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების:

1. მე-7 მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ  იქნეს.

3. მე-10 მუხლის:

 ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და აკმაყოფილებს ამ  წესდებით დადგენილ პირობებს.“

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე  ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“

4. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„ 21. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს , როგორც სტუდენტი.“

5. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;“

6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და აკადემიური საბჭოსთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს  წარმომადგენლობით საბჭოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით.“

7. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული  შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“

8. მე-19 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ზედიზედ არჩეული შეიძლება იქნეს ორჯერ.“

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“

10. 26-ე მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე  ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.  აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადისერტაციო  საბჭოს დებულებით, საბჭოში შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.“

11. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“

12. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფაკულტეტის სასწავლო  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ამ ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ სტრუქტურული ერთეულის პროფესორებთან და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად უზრუნველყოფს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას.“

13. 46-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან.“

„2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკადემიური პერსონალის სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41.ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.“

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, 65 წელს მიღწეულ პროფესორს მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. თუ პირი არჩეულია (დანიშნულია) აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, მას ემერიტუსის წოდება მიენიჭება აკადემიურ/ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ.“

14. 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. კონკურსს აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მუშაობის  წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. კონკურსანტთა მონაცემების შეფასებას ახორციელებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს.“

15. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.

4. ასისტენტის თანამდებობაზე  წესდებით განსაზღვრული  წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით."

16. 56-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“.

2. ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.“

17. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე