ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის,რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.160.016277
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 30.04.2012
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.03.02.026) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.03.06.085) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.04.03.233) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.03.04.800) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის,რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №67
2015 წლის 26 თებერვალი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 კვ. მეტრზე 1 ლარის დაანგარიშებით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი).
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის №158 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე
დანართი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით (შემდგომში – მოსაკრებელი) დაბეგვრის ობიექტია ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი.
2. მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი, რომელსაც სურვილი აქვს განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები.
3. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
4. მოსაკრებელი შეადგენს ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთ) ლარს.
5. მოსაკრებელი გამოიანგარიშება ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართობის (კვადრატული მეტრობით) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.
6. მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნეს ნებართვის მაძიებლის (მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის) მიერ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სამსახურში წარდგენამდე.
7. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ბანკის მეშვეობით და იგი მთლიანად ჩაირიცხება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.
8. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს.