საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ.190) 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:
„5. 2006 წლის 1 ივნისამდე შეტანილი სააპელაციო საჩივრის განხილვა ხდება ერთპიროვნულად სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ შემდეგ საქმეებზე:
ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის თაობაზე;
გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე;
დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე;
ე) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის თაობაზე;
ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე;
ზ) კერძო საჩივარზე.
6. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 ნოემბერი.
№2133_IIს