თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2015 წლის 27 თებერვალი ქ. თელავი |
|
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების გაცემას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.
2. მოწმობის ფორმების დაბეჭვდას ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმო ხელშეკრულების საფუძველზე.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა.
1. მოწმობის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
2. მოწმობის ფორმების შენახვა-გაცემას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანილ მოწმობის ფორმებს იბარებს მიღება-ჩაბარების აქტით.
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი უზრუნველყოფს მოწმობის ფორმების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.
2. მოწმობის ფორმების მისაღებად ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის წერილი და მისივე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები საბოლოო შეფასებით, სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.
3. მოწმობის ფორმების გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ მინდობილ პირს.
1. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასების აღნიშვნით.
2. მოწმობის რეგისტრაციას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.
3. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით ინახება დაწესებულებაში.
1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდაულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი ჩამოწერის აქტის საფუძველზე.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნახევარი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ჩამოწერის აქტთან ერთად, რის საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა.
4. დაკარგული მოწმობის ნაცვლად ახალი მოწმობა გაიცემა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დაცვით.
დანართი №2
დანართი №3
დანართი №4
ჟურნალის ფორმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.02.2015. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.163.016255.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.03.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №16, 27.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016255 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2747908/