ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2015 წლის 26 თებერვალი ქ. რუსთავი |
ა) ფიზიკურ პირთათვის ერთ სულ მოსახლეზე 0.40 ლარი, ხოლო ფიზიკურ პირთათვის რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) არ აჭარბებს დასუფთავების მოსაკრებლის ღირებულების დაფარვა განხორციელდეს საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 (ოთხი) სულით;
ბ) დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დანართი №1-ის შესაბამისად.
|
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მ = გ X რ. მ - ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი); გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). |
დანართი №2
2. ეს წესი აწესრიგებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
5. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური.
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს (ან მოსარგებლეს), რომელიც მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად არის საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელი.
3. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ ორგანიზაციებს, იურიდიული პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
5. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
6. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ სუბიექტს, რომელმაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
7. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ქალაქ რუსთავში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
8. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
9. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელის მიერ.
10. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით.
5. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
2. ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე) (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე (ან მოსარგებლე) ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
6. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ აცნობონ მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება სამსახურში შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
7. წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
3. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.