„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2015 წლის 26 თებერვალი დაბა ხულო |
1. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის ,,3’’ პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3) სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსის, განყოფილების მთავარი სპეციალისტებისა და წამყვანი სპეციალისტისაგან.“.
2. დადგენილების დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,51’’ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51) განყოფილების წამყვანი სპეციალისტის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და გამგეობის დებულებით. განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.“.
3. დადგენილების დანართის მე-6 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარებისა და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
დ) ტერიტორიის კეთილმოწყობის, მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ე) ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამების შედგენას, შესრულებას, მონიტორინგს;
ვ) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
ზ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკური პლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება და განსაზღვრულ შემთხვევებში მიღება-ჩაბარება ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) შემსრულებელი ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა- ვიზირებას;
ი) ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, მშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადებას;
კ) სატენდერო კომისიებში მონაწილეობის მიღებას;
ლ) მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელშეკრულებო პირობების დაცვაზე სისტემატურ კონტროლს;
მ) შემსრულებელი პირების მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში მათ მიმართ სათანადო ღონისძიებების გატარებისათვის წინადადებების დროულ შემოტანას;
ნ) კაპიტალური მშენებლობის საკითხებზე სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადებას;
ო) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
პ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიების დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვისა და ორგანიზების კოორდინაციას;
ჟ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
რ) ტერიტორიის კეთილმოწყობის განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ს) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით და გამგეობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.02.2015. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.136.016167.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №8, 26.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016167 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2749049/