ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.09.2014 ძალადაკარგული 14.11.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.136.016145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2014 წლის 5 სექტემბერი

დაბა ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
 საქართველოს  ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“  ქვეპუნქტისა  და 61-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის, „ნორმატიული  აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ხულოს მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება   თანდართული დანართის  მიხედვით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“,  ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2011 წლის 29 ივლისის №34 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე

დანართი

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1
ეკონომიკური პოლიტიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.

ეკონომიკური პოლიტიკის  და ინფრასტრუქტურის  სამსახური  (შემდგომში - სამსახური)  არის საქართველოს ორგანული  კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საფუძველზე   შექმნილი, ხულოს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის სტრუქტურული  ერთეული,  რომელიც  არსებული კანონმდებლობის საფუძველზე  ხელს  უწყობს მუნიციპალიტეტში ერთიანი  ეკონომიკური  პოლიტიკის  გატარებას,  უზრუნველყოფს  სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას,  ადგილობრივი ქონების შექმნას  და განკარგვას, ეკონომიკური სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას, კაპიტალური მშენებლობის პროექტირებას.

    სამსახურს გააჩნია ბეჭედი.

მუხლი 2
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები.

1.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ტექნიკური ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება;

ბ) ეკონომიკური დაგეგმვისა და მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება.

2.  სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  სამსახურის  უფროსი,  რომლის  უფლებამოსილება  განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულებით  და სამსახურის უფროსის  სამუშაოთა  აღწერილობით. სამსახურის   უფროსის არყოფნის პერიოდში, უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის ბრძანებით ახორციელებს სამსახურის ერთ ერთი განყოფილების უფროსი.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მთავარი სპეციალისტებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები და სამსახურებრივი  ფუნქციები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოავალეობებს  ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.

5. განყოფილების  მთავარი სპეციალისტების უფლება-მოვალეობები   განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით  და გამგეობის დებულებით. განყოფილების მთავარი სპეციალისტების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის   სამუშაოთა აღწერილობით.

მუხლი 3
სამსახურის ძირითადი ფუნქციები:

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის  სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;

ბ)  ეკონომიკური  განვითარების  დაგეგმვისათვის  სათანადო  სტატისტიკური  ინფორმაციის  შეგროვებასა  და დამუშავებას;

გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას;

ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე.

თ)   წინადადებების   და  საჭირო  დოკუმენტაციის   მომზადებას მუნიციპალური ქონების  შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

 ი) ზედამხედველობას მუნიციპალური  ქონების  დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

 კ)  მოქმედი  კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას;

მუხლი 4
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი

1. სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

გ) წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;

დ)  წარუდგენს   მუნიციპალიტეტი გამგებელს         წინადადებებს   სამსახურის   საკადრო   საკითხებთან   დაკავშირებით,   მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

 ე) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;

ვ) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;

ზ) ესწრება თათბირებს ასევე, საკრებულოს სხდომებს;

 თ)ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად   წარუდგენს   ანგარიშს   სამსახურის   მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

 ი) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;

კ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

ლ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

მ) ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების   შესაბამისად,   თავისი  უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

   ნ)  ახორციელებს   მოქმედი  კანონმდებლობითა   და  ადგილობრივი  თვითმმართველობის   ორგანოებისა  და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

 2. სამსახურის განყოფილების უფროსი

 ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;

ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

დ)ახორციელებს   კონტროლს   განყოფილების   თანამშრომელთა   მიერ  სამსახურის  უფროსის  დავალებათ შესრულებაზე;

ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ვ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

ზ)ახორციელებს  მოქმედი  კანონმდებლობითა   და  ადგილობრივი  თვითმმართველობის   ორგანოებისა  და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. განყოფილების  უფროსი  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია  სამსახურის უფროსის, მუნიციპალიტეტის გამგებლის და მისი მოადგილეების წინაშე.

მუხლი 5
სამსახურის თანამშრომელი.

1. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ  უფლებამოსილებათა  განსახორციელებლად  მოითხოვოს  და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;

გ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

დ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ე) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;

ვ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

2. სამსახურის თანამშრომელი მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობით, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად;

ბ) ხელი მოაწეროს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;

გ) შეასრულოს  შესაბამისი  დებულებითა  და  ინსტრუქციით  განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;

ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, ასევე ზემდგომი თანამდებობრივი პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

ზ)   გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

თ) შეასრულოს  მოქმედი  კანონმდებლობით  და  მუნიციპალიტეტის   სამართლებლივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

მუხლი 6
ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები.

განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების  შემუშავებას მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარებისა და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;

გ)  ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე  განათების რეაბილიტაციისა  და  განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

დ)  ტერიტორიის კეთილმოწყობის, მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას   და  მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ე) ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის  პროგრამების შედგენას, შესრულებას, მონიტორინგს;

ვ)  შესასრულებელი  სამუშაოების  სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;

ზ)  შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას;

თ)  შემსრულებული  ორგანიზაციების და  ფიზიკური პირების  მიერ  წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა- ვიზირებას;

ი) სახელშეკრულებო, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, მშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადებას;

კ) სატენდერო კომისიებში მონაწილეობის მიღებას;

ლ) მშენებლობა რეაბილიტაციის სახელშეკრულებო პირობების დაცვაზე სისტემატიურ კონტროლს;

მ) შემსრულებელი პირების მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში მათ მიმართ სათანადო ღონისძიებების გატარებისათვის წინადადებების დროულ შემოტანას;

ნ) კაპიტალური მშენებლობის საკითხებზე სამსახურში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და პასუხების მომზადებას;

ო) წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის კოორდინაციას;

პ) წინადადებების   შემუშავებას   ტერიტორიების   დასუფთავებისა   და   ნარჩენების   გატანის   საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვისა და ორგანიზების კოორდინაციას;

ჟ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;

რ) ტერიტორიის  კეთილმოწყობის  განსახორციელებლად  რეკომენდაციებისა  და წინადადებების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ს) მოსახლეობის  მუნიციპალური  ტრანსპორტით  მომსახურების  ორგანიზებას;  წინადადებების  მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ტ)  წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას   მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

უ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის,  აგრეთვე  ამ  მომსახურების  მიმწოდებლებსა  და მომხმარებლებს  შორის  ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

ფ) მოქმედი კანონმდებლობით და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 7
ეკონომიკური დაგეგმვისა და მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები.

1. ეკონომიკური დაგეგმვისა და მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში   არსებული  ქონების (მათ  შორის - არასასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების მიწის ნაკვეთების) რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავებას,  ორგანიზაციული  საკითხების  გადაწყვეტის ხელშეწყობასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;

ბ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;

გ) საკრებულოს  თანხმობით მუნიციპალიტეტის უძრავი და მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით და უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გადაცემას;

დ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი  აუქციონის ფორმით  განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

ე) თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების ობიექტების ნუსხის პროექტის შედგენას;

ვ) გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენებისა და გასხვისებისგან გამომდინარე დაკისრებულ ვალდებულებათა  შესრულების კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;

თ)  თვითმმართველი  ერთეულის  ქონების  აღრიცხვა-რეგისტრაციას.  ქონების  დაცვასა  და მის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში;

ი) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული   იმ   ქონების   თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადმოცემას. გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში;

კ)  ადგილობრივი  მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს;

ლ) ადგილობრივი  მოსაკრებლების  თაობაზე  წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;

მ) მოქმედი  კანონმდებლობითა  და  მუნიციპალიტეტის გამგეობის  სამართლებრივი   აქტებით  განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 8
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა.

1. სამსახურის  დებულებას  ხულოს   მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარდგინებით  ამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო;

2. დებულებაში  ცვლილებებისა  და დამატების  შეტანა ხორციელდება  კანონმდებლობის  შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“  ქვეპუნქტისა  და 61-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის, „ნორმატიული  აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗

დამტკიცდეს  ხულოს მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება   თანდართული დანართის  მიხედვით.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“,  ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2011 წლის 29 ივლისის №34 დადგენილება.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე