„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2011 წ ლის 29 ივლისი
დაბა ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის №32 დადგენილებაში (სსმ, 13.07.2011წ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულები ს დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებით და ამ დებულებით.
2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.
მუხლი 2.
1. სამსახური იყენებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
2. სამსახურის იურიდიული მისამართია: ხულოს მუნიციპალიტეტი, დაბა ხულო,ტბელ აბუსერი ს ძ ის ქ.№1.
თავი II
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი3.
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია ზე ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივ პროგრამათა შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების კოორდინაცია;
გ) თვითმმართველი ერთეულის საინვესტიციო პოლიტიკის განმსაზღვრელი პროექტების შემუშავება და შემდგომ მის განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) თვითმმართველი ერთეულის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავების სამუშაოთა კოორდინაცია. დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის პერიოდული ანალიზი;
ბ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი და მიწის რესურსების აღრიცხვა, მართვა, მათი რაციონალური გამოყენება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება საკრებულოსთვის წარსადგენად;
გ) კონტროლი გაუწიოს გარემოს მდგომარეობას, გარემოს ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარებას.
დ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული დასახლებების დაგეგმარება-მოწყობა, მშენებლობის კოორდინაცია. ხელი შეუწყოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის საინჟინრო-კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის განხორციელებას;
ე) უზრუნველყოს ადგილობრივი მოსაკრებლების დადგენილი წესით გადახდევინება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების, წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიზნობრივი დაფინანსების მისაღებად შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა და მომზადება;
თ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
ი) თვითმმართველი ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის ბიუჯეტგარეშე კაპიტალის (ინვესტიციები, კრედიტი) მოზიდვა, ეფექტური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;
კ) თვითმმართველი ერთეულის ინტერესებიდან გამომდინარე სამეწარმეო, მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის შესაბამისისი ეკონომიკური ღონისძიებების შემუშავება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ერთეულის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებში წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. თვითმმართველი ერთეულის ინფრასტრუქტურის სტრატეგიის მართვაში მონაწილეობა, მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით ინფრასტრუქტურული პროგრამების შემუშავება, შესაბამის სამსახურებთან ერთად;
მ)მოამზადოს მის კომპეტენციაში არსებულ ყველა სახის მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, კაპიტალურ შეკეთებაზე (რემონტზე), რესტავრაციაზე, ტერიტორიების კეთილმოწყობაზე, საინჟინრო ნაგებობებისა და კომუნალური ობიექტების დაპროექტებაზე არქიტექტურულ–გამაგრებითი დავალებები;
ნ) გან ახორციელოს სხვა ფუნქციები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისად შესაბამისად.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 4.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) შესყიდვების განყოფილება;
ბ) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება;
გ) ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება;
3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, ხოლო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე გამგებლის დავალებით;
6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 5.
1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) აკონტროლებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინუ რ ი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს სამსახურზე დაკისრებულ ი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური და მატერიალური სახსრების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;
ვ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეთაგან პერიოდულად ისმენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) ესწრება გამგებლის თათბირებსა და საჭიროების შემთხვევაში ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს;
ი) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის, მოვალეობის დროებით შ ეუსრულებლობის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურ ის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
მუხლი 6.
შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადება;
გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;
ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;
ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 7.
სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად არქიტექტურულ–მშენებლობით პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განახორციელება;
ბ) მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგინოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს;
გ) შეადგინოს ხულოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ პოლიტიკის განხორციელებისათვის, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული, არქიტექტურულ–სამშენებლო სტრატეგიის შემცველი დოკუმენტაცია და დადგენილი წესით წარუდგინოს გამგებელს;
დ) გასცეს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიის დაპროექტების და არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება;
ე) შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო, სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კოორდინაცია გაუწიოს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას;
ზ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობის და მშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპის განხორციელება;
თ) შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მიწისზედა, მიწისქვეშა) პროექტები, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგინოს გამგებელს;
ი) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში.
მუხლი 8.
ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების ფუნქციებია:
ა) თვით მ მართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებაში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ;
გ) თვითმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა-ინვენტარიზაციასთან და ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) წინადადებების მომზადება თვითმართველი ერთეული ს ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
ე) თვითმმართველი ერთეულის ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) უზრუნველყოს წინადადების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვით მ მართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომ ე ლიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვით მ მართველ ერთეულზე გადაცემას;
ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოამზადოს მასალები თვით მ მართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისათვის;
თ) განახორციელოს მონიტორინგი იჯარით გაცემულ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყენების პროცესზე და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, ხოლო შესაბამისი ფიზიკური და ან იურიდიული პირების (მოიჯარეების) მხრიდან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დასვას საკითხი გამგებლის წინაშე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
თავი IV
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 9.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 10.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ბ) ისარგებლონ მათი საქმიანობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ე) ისარგებლონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 11.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) განუხრელად შეასრულონ და წესებულებების შინაგანაწესის მოთხოვნები;
დ) გაუფრთხილდნენ მათ გამოყენებაში არსებულ სამსახურის ინვენტარსა და ქონებას.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე