ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 11.01.2016
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ხარჯის სახეობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.05.2018
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.01.2016
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2015 წლის 27 თებერვალი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 25-ე მუხლების და „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №5 დადგენილების მე-16 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობის შესაბამისად.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი
დანართი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირების, მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის, ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა, ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება დანართი №2-ის საფუძველზე.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 1 რიცხვიდან მიმდინარე თვის 1 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღის) არა უგვიანეს მიმდინარე თვის 5 რიცხვისა. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით.
3. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაექვითება 50 ლარი, ხოლო საკრებულოს ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია) სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის - 30 ლარი.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს კომისიის, ფრაქციის და საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე, წერილობითი განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს.
5. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
6. საკრებულოს წევრს, არათანამდებობის მქონე პირს, ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის ამ მუხლით განსაზღვრული თანხის ზღვრული ოდენობა აუნაზღაურდება მინიმუმ ერთი შეხვედრისათვის თვეში. საკრებულოს წევრები ყოველი თვის 25 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 25 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ინფორმაციას ამომრჩევლებთან შეხვედრების ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულების თაობაზე.
7. შეხვედრებისათვის მინიმალურად განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარებისათვის საკრებულოს წევრის ანაზღაურება შემცირდეს თითოეულ შეხვედრაზე 20 ლარით.
8. საკრებულოს წევრს სხვა ხარჯებისათვის (საკომუნიკაციო, საფოსტო, ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღებისა და ა.შ.) ყოველთვიურად ეძლევა 50 ლარი, რომელიც ანაზღაურდება ფიქსირებულად.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, მიმდინარე თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა.
დანართი 2
საკრებულოს წევრების, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა დაქვითვების გარეშე
№
ხარჯის სახეობა
საკრებულოს წევრის - საკრებულოს არათანამდებობის მქონე პირის - ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარებში)
1
საკრებულოს სხდომებისა და მის ორგანოებთან მუშაობაში მონაწილეობის მიღება
ამომრჩევლებთან შეხვედრები, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულება
სხვა ხარჯები (საკომუნიკაციო, საფოსტო, ინტერნეტის, საკანცელარიო და ა.შ.)
400