1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება შესაძლოა გაუქმდეს:

ა) ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შექმნის ან გამოვლენის შემთხვევაში;

11. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება უქმდება ამ კანონის 221 მუხლით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლისას.

ბ) პირის სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.

2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თანამდებობის პირი/ორგანო, რომელსაც აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023