სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დგინდება:
ა) სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისადმი მოპყრობის მიმართ ერთიანი მოთხოვნები;
ბ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების წესი და მისი საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი/ საიდუმლოობის რეჟიმი;
გ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების წესი;
დ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების, სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ან სხვა გზით გავრცელების შეზღუდვის წესი;
ე) ელექტრონული ფორმით არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობის წესი;
ვ) თავისი საქმიანობით სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიმართ სახელმწიფო ორგანოთა მიერ სასამართლო, საზედამხედველო, საკონტროლო-სარევიზიო და სხვა ფუნქციების შესრულების სპეციალური წეს