ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.03.2015
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2015 წლის 2 მარტი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“ (დანართი 1).
მუხლი 2🔗
დაევალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურს აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის შესახებ.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში - პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მოქმედების სფეროს.
მუხლი 2🔗. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის დასაშვები ზონა
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე დასაშვებია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნა, გარდა ქალაქის ქუჩებში, ბაღებში, პარკებში, გაზონებზე, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებისა. ამ ტერიტორიაზე აკრძალულია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა.
2. დასაშვებია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ქალაქის ქუჩების გადაკვეთა მხოლოდ საძოვარზე გადარეკვის მიზნით.
მუხლი 3🔗. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. აქტის შედგენა მოხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონელური სამმართველოს მიერ ქვეპროგრამა „ეპიზოოტური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია“ ფარგლებში დამტკიცებული ბოლნისის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პირუტყვის სახელობითი სიების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილი იქნება საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე .
3. სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება ყოველდღიურად 10(ათი) ლარის ოდენობით.
4. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ფოტოს მეშვეობით.
მუხლი 4🔗. პირუტყვის დაბრუნების წესი
1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
2. სპეციალურად ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში , თუ პირი წარმოადგენს ხელწერილს , რომ სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი წარმოადგენს მის საკუთრებას და აღნიშნული დადასტურებული იქნება ნოტარიული წესით დამოწმებული 3 მოქალაქის ხელმოწერით.
3. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი პირი, პირუტყვის მესაკუთრე და ამ მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულ ხელწერილზე ხელმომწერი პირები. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.
მუხლი 5🔗. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი
1. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 20 დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და პირუტყვის მოვლა-პატრონების ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს 20 დღის ვადაში პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.
მუხლი 6🔗. წესის მოქმედება
აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება როგორც პირუტყვის მესაკუთრეზე, ასევე იმ პირზე, რომელიც ჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია.