გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალურ კონვენციურ სამსახური ხელშეკრულება N1/-08

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა

ურთიერთთანამშრომლობისა და სპეციალური გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ

 

2015 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი საქართველო

 

წინამდებარე ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობისა და სპეციალური გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ (შემდგომში - ხელშეკრულება) წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომელიც იდება ერთი მხრივ, ა(ა)იპ - გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალურ კონვენციურ სამსახურსა (შემდგომში - სამსახური) და, მეორე მხრივ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) შორის.

წინამდებარე ხელშეკრულება ფორმდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე ამავე კოდექსის მე-19 მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 1. ხელშეკრულების მიზნები

1.     წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებს წარმოადგენს მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ შემდეგი მომსახურების გაწევა:

სამსახური წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გაუწევს შემდეგ მომსახურებას:

ა) ზოო სანიტარ ი ულ -ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ ი პროგრამ ების პროექტების მომზადებ ა;

ბ) გარემოსდაცვითი საქმიანობის, ეკოლოგიური ფონისა და ურბანული ეკოლოგიის საკითხებზე საკრებულოს წინაშე წარსადგენი ნორმატიული აქტების პროექტების შედგენა და გამგეობისათვის მიწოდება;

 გ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის გარემოსდაცვითი საქმიანობის, ეკოლოგიური ფონისა და ურბანული ეკოლოგიის საკითხებზე უფასო ადვოკატირების პროგრამის განხორციელება;

დ) გარემოსდაცვითი განათლების საკითხებში, მუნიციპალიტეტ ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების, სკოლისგარეშე დაწესებულებების , განათლების, კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებ ა და მუნიციპალიტეტისადმი მიწოდება;

ე) ურბანული ეკოსისტემის ობიექტების (უზედამხედველო ძაღლებისა და კატების) პოპულაციის რიცხოვნობის საკითხებზე პროგრამებისა და ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების პროექტების შემუშავება და მიწოდება;

ვ) განათლების სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებ ის მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მუნიციპალიტეტისადმი წარდგენა;

ზ ) გარემოსდაცვითი განათლების სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მისი განხორციელების კოორდინაცია მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან ერთად.

2.    მუნიციპალიტეტი სამსახურს ათი წლის ვადით გადასცემს შემდეგ უფლებამოსილებას:

ა) გარემოსდაცვითი მიმართულებით, განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და შემოქმედთა მხარდაჭერა , შესაბამისი გარემოს შექმნა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია ;

ბ) მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, გარემოსდაცვითი განათლების პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტის სახელით;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში უზედამხედველო ძაღლებისა და კატების რიცხოვნობის რეგულირება ცხოველის მოვლა-პატრონობასა და ყოლის წესებზე კონტროლის განხორციელება.

3.      მუნიციპალიტეტი იტოვებს სამართლებრივ უფლებამოსილებას, გაიაროს წინასწარი წერილობითი კონსულტაციები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული ეკოსისტემის ობიექტების (უზედამხედველო ძაღლებისა და კატების) რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირებით როგორც სამსახურთან, ისე სხვა არასამთავრობო და სამტავრობო დაწესებულებებთან, მიიღოს სამსახურის სპეციალური პროფესიული განათლების ან შესაბამისი გამოცდილების მქონე პირთა უშუალო მონაწილეობით შექმნილი რეკომენდაციები, წინადადებები და ინიციატივები და მხოლოდ ამის შემდგომ განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება.

 

მუხლი 2. მხარეთა უფლება-მოვალეობები

1.      სამსახური უფლებამოსილია:

ა) მუნიციპალიტეტთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე,  განახორციელოს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის პროგრამები და ღონისძიებები;

ბ) მუნიციპალიტეტთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, შეიმუშაოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე განახორციელოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული ეკოსისტემის ობიექტების (უზედამხედველო კატებისა და ძაღლების) რიცხოვნობის რეგულირების ღონისძიებები და პროგრამები;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი ურბანული ეკოსისტემის ობიექტების უზედამხედველიძაღლებისა და კატების რიცხოვნობის რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირებით, რის შესახებაც ყოველწლიურად მოხსენებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგეობას.

დ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2.      ამ ხელშეკრულების საფუძველზე ა(ა)იპ გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახური (საიდენტიფიკაციო კოდი: 430798639) წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოს.

3.       მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია:

ა) სამსახურთან წინასწარი შეთანხმების გარეშე განახორციელოს მისთვის კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული ნებისმიერი უფლებამოსილება მიუხედავად იმისა წინამდებარე ხელშეკრულება ითვალისწინებს თუ არა საქმიანობის ერთობლივად განხორციელებას;

ა.ა) ამ მუხლის მე-3 მუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არ ვრცელდება ამავე ხელშეკრულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებზე. ამავე ხელშეკრულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს მუნიციპალიტეტის თანხმობით ახორციელებს სამსახური საკუთარი ფინანსური რესურსებით;

ბ) ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების, სამსახურისათვის დელეგირებული/ დროებით გადაცემული უფლებამოსილების შესრულების ზემდგომი სახელმწიფო კონტროლი;

გ) საქართველოს კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ დადგენილი წესის შესაბამისად მის გამგებლობაში არსებული უფლებამოსილება დროებით გადასცეს სამსახურს.

4.      სამსახური ვალდებულია:

ა) მუნიციპალიტეტის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უასაყიდლოდ აღმოუჩინოს მას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განუსაზღვრელი რაოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე (დამატებითი ხელშეკრულების სახით) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში უზედამხედველო კატებისა და ძაღლების რიცხოვნობის რეგულირებასთან დაკავშირებული ღონისძიებები მათ შორის მოიძიოს დონორი ორგანიზაციები და პარტნიორები მუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებით;

გ) მუნიციპალიტეტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია ამ ხელშეკრულების აღსრულებასთან, მიმდინარეობასთან ან დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით როგორც ზემდგომ მაკონტროლებელ ორგანოს;

დ) უზრუნველყოს საკუთარი საქმიანობის საჯაროობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5.      მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სამსახურის მიერ ამ ხელშეკრულების საფუძველზე აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;

ბ) უზრუნველყოს სამსახურის საქმიანობის კონტროლი და ზემდგომი ადმინისტრაციული მონიტორინგი;

გ) უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების კონტროლი.

6.      მუნიციპალიტეტს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიმე სახის მომსახურების მიღების მიზნით არ ეკისრება არანაირი ფინანსური ვალდებულებები, მუნიციპალიტეტი ასევე არ ახორციელებს სამსახურის მიერ დაგეგმილი და მასთან შეთანხმებული პროექტების თუ ღონისძიებების განხორციელების დაფინანსებას თუ ეს არ გამომდინარეობს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული სხვა ცალკეული ხელშეკრულებით.

 

მუხლი 3. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში

1.      წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტი.

2.      მუნიციპალიტეტი ვალდებულია ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში დანიშნოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი რომელიც განახორციელებს სახელმწიფო კონტროლს და მონიტორინგს ამ ხელშეკრულების შესრულებაზე.

3.      მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია ვალდებულია წელიწადში არანაკლებ ერთჯერ განახორციელოს სამსახურის ზემდგომი სახელმწიფო კონტროლი და მონიტორინგი. მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

4.      სამსახურს ამ ხელშეკრულების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

5.       სამსახურს ამ ხელშეკრულების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც შეიძლება იყოს:

6.      ა) წერილობითი გაფრთხილება;

ბ) კონკრეტული მიმართულებით დელეგირებული/გადაცემული უფლებამოსილების დროებით არაუმეტეს 2 თვით შეჩერება;

გ) კონკრეტული მიმართულებით დელეგირებული/გადაცემული უფლებამოსილების ჩამორთმევა.

7.      სამსახურს არ დაეკისრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა თუ მის მიერ ამ ხელშეკრულებით აღებული ვადლდებულება ვერ შეასრულა ისეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში როგორიცაა ომი, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა ან ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის ფორსმაჟორული გარემოება, ახალი ფინანსური ვალდებულება ან შესაბამისი დონორი/პარტნიორი ორგანიზაციის მოუძიებლობა ან დაფინანსების მკვეთრი და რადიკალური ცვლილება.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების არსებობის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მუნიციპალიტეტს არსებული გარემოების დადგომის შესახებ 10 სამუშაო დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ მუნიციპალიტეტისათვის მოცემული გარემოების დადგომის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში სამსახურს დაეკისრება ფინანსური ჯარიმა მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

სამსახური გათავისუფლებულია ყველა სახის პასუხისმგებლობისაგან, თუ მის წინაშე დამდგარი ახალი რეალობის ფორსმაჟორული გარემოების ან მისგან დაუძლეველი და დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი პრობლემის არსებობის შესახებ ეცნობება ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მუნიციპალიტეტს.

 

მუხლი 4. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1.      წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2025/05 იანვრის ჩათვლით.

2.      წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად, რომლის ერთი პირი გადაეცემა მუნიციპალიტეტს, ერთი პირი გადაეცემა სამსახურს ხოლო ერთი პირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

3.      წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა ან უთანხმოება მხარეებს შორის უნდა მოგვარდეს წერილობითი ან ზეპირი შეთანხმების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.

4.      წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება ძალადაკარგულად იქნას ცნობილი/გაუქმდეს მხარეთა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სასამართლოს მიერ. ხელშეკრულება გაუქმებულად ითვლება ამ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებიდან 2 კალენდარული წლის შემდეგ. ხელშეკრულებიდან გასვლა/გაუქმება ნებაყოფლობითია.

5.      წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს ცალკეულ შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 5. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა

1.      სამსახური

ა(ა)იპ „გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახური“, საიდენტიფიკაციო კოდი: 430798639. მისამართი ქ. თბილისი, სართიჭალის ქუჩა # 26 , სამსახურის უფროსი გიორგი ჩხარტიშვილი.

2.      მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა საიდენტიფიკაციო კოდი: 242739248. მისამართი: წალენჯიხა კ. სალიას 5. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლუკავა.

3.      მხარეთა ხელმოწერები

 

გიორგი ჩხარტიშვილი    

გიორგი ლუკავა