წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.03.2015 ძალადაკარგული 07.03.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.155.016158
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2015 წლის 2 მარტი

ქ. წალკა


 

 

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-3 ნაწილის  „გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანდართული დანართის მიხედვით.
მუხლი 2
ძალდაკარგულად გამოცხადდეს  „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის თაობაზე“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 თებერვლის   №2  დადგენილება (www.matsne.gov.ge,  14/02/2014, 200140030.35.155.016117).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი



დანართი 

 

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ITL x C x K, სადაც:

ა) CN  არის 1 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ)  IMG არის ქ. წალკის მაკრომდებარეობის ინდექსი,რომელიც უდრის 0,23-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და  უდრის 0,24-ს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 20-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. წალკის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთ) კვადრატულ მეტრზე მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

  

  IMG

  ITL

  C

  K

  CN

 0.23

   1

  0.24

  20

 1.104

 

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისათვის:

ა) დაბებში  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,552 ლარს;

ბ) სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,3312 ლარს;

გ) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,276 ლარს;

დ) წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. წალკის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,552 ლარს.  

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.03.2016.
როდის იქნა მიღებული „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 02.03.2015. მიმღები ორგანო — წალკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.155.016158.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 07.03.2016-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, №6, 02.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.155.016158 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2751675/