ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2015 წლის 27 თებერვალი ქ. ბაღდათი |
|
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდებით. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. ბაღდათი წერეთლის ქ. №9.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და გამგეობის დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება.
3. ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი.
4. დადგენილი წესის შესაბამისად, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
5. გამგებლისათვის წინადადების წარდგენა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით.
6. მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებულ დაწესებულებების საქმიანობაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის გაუმჯობესების და საბიუჯეტო სახსრების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა და ერთიანი საფინანსო დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვა.
7. მუნიციპალური შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.
1. ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რისთვისაც:
ა) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ამზადებს შესაბამისი აქტის პროექტს, რომლითაც განისაზღვრება წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან, დაქვემდებარებულ დაწესებულებებთან ერთად, ამზადებს პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტს;
გ) ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად;
დ) უზრუნველყოფს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან/და მხარჯავი დაწესებულებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად;
ე) შემოსულობების პროგნოზირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოიცავს: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარებისა და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე განაწილებით, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად;
ზ) სამსახური, კანონით დადგენილ ვადებში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
თ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს პროექტს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად - მასალებს მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად;
ი) ამზადებს წინადადებებს, გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე.
2. ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, რისთვისაც:
ა) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების მიხედვით;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;
გ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;
დ) იღებს და ამუშავებს მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;
ე) დადგენილი წესის მიხედვით, ახდენს მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას;
ვ) მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად, ახორციელებს სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას;
3. სამსახური ახორციელებს ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც:
ა) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას;
ბ) იღებს ინფორმაციებს მხარჯავი დაწესებულებებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ;
გ) ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვასა და შესრულების წლიურ ანგარიშებს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
4. ადგენს პერიოდულ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშებს.
5. უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხარჯავ დაწესებულებებს და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგების გაუმჯებესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე.
6. შესაძლებლობის ფარგლებში ქმნის ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზას.
7. ამუშავებს საბიუჯეტო მაჩვენებლების სტატისტიკურ-საინფორმაციო მონაცემებს. უზრუნველყოფს დადგენილი წესით მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას.
8. მოთხოვნის საფუძველზე ახდენს ინფორმაციის მიწოდებას შესაბამის სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით, ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ.
9. უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების მათ შორის,ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას.
2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.