მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2015
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2015 წლის 27 თებერვალი
დ. მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №17 დადგენილების 29-ე მუხლის ,,ე“ პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ოფიციალური ვებგვერდის დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება ადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დანიშნულება:
ა) მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან. შექმნას იმის საშუალება რომ მოსახლეობამ და იურიდიულმა პირებმა შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრივი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება;
გ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ სიახლეების ოპერატიულად გამოქვეყნება;
დ) თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში მიმდინარე შესაბამისი ინფორმაციის ოპერატიული გამოქვეყნება.
3. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.Mestia.ge.
მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება
1.ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
3.გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.
მუხლი 3🔗. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალურის ტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე) ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რომლებიც ახორციელებენ ერთობლივ პროექტს მუნიციპალიტეტთან;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველწლიური, ყოველთვიური, ყოველკვირეული);
გ) ერთჯერადი.
მუხლი 4🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით წინამდებარე დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2.ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროული, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ადმინისტრაციული სამსახური.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადი – არაუგვიანეს მომდევნოდღის 12.00 სთ-ისა;
ბ) ყოველკვირეული – არაუგვიანეს მომდევნოკვირის 12.00სთ-ისა;
გ) ყოველთვიური – არაუგვიანეს მომდევნოთვის 15 რიცხვისა.
მუხლი 5🔗. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
ა) გამგეობა;
ბ) საკრებულო;
გ) გამგებლის წარმომადგენლები;
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები;
ე) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
ვ) სამართლებრივიაქტები;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
თ) ახალი ამბები;
ი) კულტურა და სპორტი;
კ) ეკონომიკა და სოციალური სფერო;
ლ) პროგრამები და პროექტები;
მ) ფოტოგალერეა;
ნ) კონტაქტი.
მუხლი 6🔗. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1. გამგეობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) გამგეობის დებულება;
ბ) გამგეობის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლებიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების დრო);
გ) გამგეობის სტრუქტურა;
დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, სამუშაო გეგმა, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით).
2. საკრებულოს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა,უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების დრო);
ბ) საკრებულოს წევრები (მოკლებიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
გ) საკრებულოს კომისიები (კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სხდომის ოქმები);
დ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, ბიუროს სხდომის ოქმები);
ე) საკრებულოს ვებგვერდის მისამართი:www.mestisa-sakrebulo.ge.
3. გამგეობის წარმომადგენლები, მათი მოკლებიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი).
4. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი ბაზა (კანონები, პრეზიდენტის ბრძანებულებები, მთავრობის დადგენილებები და სხვა ნორმატიული აქტები);
ბ) საკრებულოს სამართლებრივი აქტები:
ბ.ა) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები;
ბ.ბ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
ბ.გ) თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმა.
5. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.
6.ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ეკონომიკა;
ბ) ვაჭრობა და მომსახურება;
გ) ეკოლოგია;
დ) სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და მშენებლობა;
ე) ზედამხედველობა;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონება;
ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა;
თ) განათლება;
ი) კულტურა;
კ) ძეგლთა დაცვა;
ლ) სპორტი;
მ) დასაქმება (ვაკანსიები, კონკურსები);
ნ) მასმედია;
ო) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
7. პროგრამების და პროექტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მუნიციპალური პროგრამები;
გ) ტენდერები;
დ) აუქციონები.
8. ფოტოგალერეა.
9. კონტაქტები:
ა) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
ბ) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი;
გ) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის, ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.
ელ. ფოსტა. Gamgeobamestia@yahoo.com