ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამისა და განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.03.2015
ძალის დაკარგვა 25.01.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4-15
სარეგისტრაციო კოდი 440050000.35.101.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 710 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2015 მიღება
25.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამისა და განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4-15 2015 წლის 2 მარტი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამისა და განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცებულ იქნეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამა და განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად. 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებელების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამა და განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების დაფინანსებას (რომლებიც დაფუძნებულნი არიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით), სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებელების წახალისების მიზნით) და მისი განხორციელების პირობებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ (8.2) შესაბამისად. მუხლი 2🔗. პროგრამის განხორციელების პირობები და ფინანსური ნორმატივების განსაზღვრა 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ხელოვნების სკოლებისა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების დაფინანსება სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) რაოდენობის მიხედვით მოხდება ,,სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან“ (კოდი 8.2). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ხელოვნების სკოლებზე და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებზე დაფინანსების ოდენობა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) თითოეული მოსწავლის სწავლის (საბაზისო) დაფინანსებისთვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება ა(ა)იპ ხელოვნების სკოლებისა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისთვის თითოეულ განყოფილებაზე დაწესებული ზღვრული რაოდენობის მიხედვით - 62.50 ლარის ოდენობით; ბ) სპეციალობის მასწავლებლებზე – 87,50 ლარის ოდენობით; გ) მაპროფილებელი საგნების მასწავლებლებზე - 37,50 ლარის ოდენობით; 3. დასაფინანსებელ მოსწავლეთა სიაში მოსწავლის დამატება, ჩანაცვლება ან სხვა სახის ცვლილება მოხდება ა(ა)იპ ხელოვნების სკოლების მასწავლებელთა საბჭოსა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების სათათბირო ორგანოს-გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე; 4. მოსწავლეს სხვა ა(ა)იპ ხელოვნების სკოლაში, ან ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სხვა ფილიალში გადასვლის შემთხვევაში, სწავლის გადასახადი არ უნარჩუნდება; 5. წინამდებარე პროგრამის (წესის) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება სპეციალობისა და მაპროფილებელი საგნის მასწავლებლების წახალისების მიზნით, გამოიყოფა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლის (სოციალურად დაუცველი ოჯახიდან) სახელოვნებო სკოლაში თუ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სწავლის (საბაზისო) საფასურის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის მოსახლეობის სერვისების მიწოდების (დახმარების) პროგრამიდან (6.2.6). 6. წინამდებარე პროგრამის (წესის) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება სპეციალობისა და მაპროფილებელი საგნის მასწავლებლების წახალისების მიზნით, გამოიყოფა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლის ქალაქ თბილისის მუნიციაპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის №19, ა(ა)იპ შოთა შანიძის სახელობის №20, ა(ა)იპ ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის №28 და ა(ა)იპ ჰამლეტ გონაშვილის სახელობის №29 ხელოვნების სკოლებში სწავლის (საბაზისო) საფასურის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან“ (8.2). მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. მოსწავლეების შერჩევა სიის საფუძველზე ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ხელოვნების სკოლებში მასწავლებელთა საბჭოს და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში შექმნილი სათათბიროს ორგანოს-გამგეობის მიერ, შესაბამისი სიის განსაზღვრით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ხელოვნების სკოლებმა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებმა დაფინანსების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს წერილით, რომელსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ხელოვნების სკოლების მასწავლებელთა საბჭოს და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების სათათბირო ორგანოს - გამგეობის მიერ ჩატარებული სხდომის ოქმი და სია (ხელმოწერილი ხელოვნების სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორებისა და მასწავლებლების მიერ); ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ხელოვნების სკოლებისა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოსწავლეების, სპეციალობისა და მაპროფილებელი საგნის მასწავლებლების სია; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ხელოვნების სკოლებისა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოსწავლეების და მათი მასწავლებლებისთვის გადასახდელი თანხის რაოდენობა; 3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება სუბსიდიების სახით. მუხლი 4🔗. ანგარიშგება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური უფლებამოსილია დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად (დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე). მუხლი 5🔗. დოკუმენტაციის ინსპექტირება წარმოდგენილ დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს და მისცეს ვადა არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრისათვის და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის.