ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების -ხელოვნების სკოლებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ.თბილისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის“ (ს/ნ: 204526352) სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1-1 |
|
2017 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი |
|
2. ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსების ოდენობა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) თითოეული მოსწავლის სწავლის (საბაზისო) დაფინანსებისთვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება ხელოვნების სკოლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არსებულ თითოეულ განყოფილებაზე დაწესებული სწავლის საფასურის ზღვრული ოდენობის მიხედვით - არაუმეტეს 62,50 ლარისა;
ბ) სპეციალობის მასწავლებლებზე – 87,50 ლარის ოდენობით;
გ) მაპროფილებელი საგნების მასწავლებლებზე (მხოლოდ ხელოვნების სკოლებისთვის) - 37,50 ლარის ოდენობით.
3. დასაფინანსებელ მოსწავლეთა სიაში მოსწავლის დამატება, ჩანაცვლება ან სხვა სახის ცვლილება მოხდება ხელოვნების სკოლების მასწავლებელთა საბჭოსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სათათბირო ორგანოს-გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. მოსწავლეს სხვა ხელოვნების სკოლაში ან მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სხვა ფილიალში გადასვლის შემთხვევაში, სწავლის გადასახადი არ უნარჩუნდება.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება სპეციალობისა და მაპროფილებელი საგნის მასწავლებლების წახალისების მიზნით, გამოიყოფა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლის (სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტირებული ოჯახიდან) ხელოვნების სკოლაში და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სწავლის (საბაზისო) საფასურის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამებიდან ,,უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ (კოდი: 06 02 06 01 ) და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ (კოდი: 06 02 06 02).
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაფინანსება სპეციალობისა და მაპროფილებელი საგნის მასწავლებლების წახალისების მიზნით, გამოიყოფა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლის სწავლის საფასურის დაფინანსება ხორციელდება არამოთხოვნად სპეციალობებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ქ. თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის №1 ხელოვნების სკოლაში“ (ს/კ 203860795), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ. თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის №19 ხელოვნების სკოლაში“ (ს/კ 208144417), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ. თბილისის მერიის შ. შანიძის სახელობის №20 ხელოვნების სკოლაში (ს/კ 209461713), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის №28 ხელოვნების სკოლაში (ს/კ 211351400) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ჰ. გონაშვილის სახელობის №29 ხელოვნების სკოლაში (ს/კ 204904158), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამიდან ,,სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 02).
2. ხელოვნების სკოლებმა დაფინანსების მისაღებად უნდა მიმართონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს წერილით, რომელსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ხელოვნების სკოლების მასწავლებელთა საბჭოსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სათათბირო ორგანოს – გამგეობის მიერ ჩატარებული სხდომის ოქმი და სია (ხელმოწერილი ხელოვნების სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორებისა და მასწავლებლების მიერ);
ბ) ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების, სპეციალობისა და მაპროფილებელი (მხოლოდ ხელოვნების სკოლები) საგნის მასწავლებლების სია;
გ) ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების სწავლის საფასურისა და მათი მასწავლებლებისთვის გადასახდელი თანხის რაოდენობა.
3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება სუბსიდიების სახით.
4. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ განმცხადებელს და მისცენ ვადა არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრისათვის და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის.