„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების -ხელოვნების სკოლებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ.თბილისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის“ (ს/ნ: 204526352) სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის N1-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№56-49
სარეგისტრაციო კოდი
440050000.35.101.016715
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56-49

2020 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების -ხელოვნების სკოლებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ.თბილისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის“ (ს/ნ: 204526352) სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №1-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – ხელოვნების სკოლებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ.თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ (ს/ნ: 204526352) სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №1-1 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 25/01/2017, სარეგისტრაციო  კოდი 440050000.35.101.016358) და  დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„2. ხელოვნების სკოლებმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა დაფინანსების მისაღებად  უნდა მიმართონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურს წერილით,  რომელსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  ხელოვნების სკოლების მასწავლებელთა საბჭოსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის    სახლის სათათბირო  ორგანოს  – გამგეობის  მიერ ჩატარებული სხდომის ოქმი და სია (ხელმოწერილი ხელოვნების სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორებისა და მასწავლებლების მიერ);

ბ) ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების, სპეციალობისა და მაპროფილებელი (მხოლოდ ხელოვნების სკოლები) საგნის მასწავლებლების სია;

გ) ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების სწავლის საფასურისა და მათი მასწავლებლებისთვის გადასახდელი თანხის რაოდენობა.“.

„4. წარმოდგენილ  დოკუმენტაციაში  შეუსაბამობის  აღმოჩენისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ  უნდა აცნობოს განმცხადებელს და მისცეს ვადა არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრისათვის და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ანგარიშგება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური უფლებამოსილია  დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის    დოკუმენტაციასთან ერთად (დასაბუთებული წერილობითი მომართვის  საფუძველზე).“.

3. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

ამ წესით გათვალისწინებული  დაფინანსება შესაძლებელია  გაიცეს ავანსის სახით 2020 წლის  მარტისა  და  აპრილის თვეში, 2020 წლის თებერვლის თვეში გაცემული დაფინანსების ოდენობით, ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ  მოსწავლეთა მიმართ  შესასრულებელი  ვალდებულებების შემდგომ თვეებში  ანაზღაურების   პირობით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე