„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44-67 |
|
2019 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „წ“ და „ჭ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გამოყენებაზე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აქტის გამოცემა:
ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – უფასო;
ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 100 ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი;
დ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;
ე) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ვადაში – 400 ლარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული აქტის გამოსაცემად აუცილებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილება, ვადის ათვლა დაიწყება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან.“.
2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება სააგენტოს მიერ ორგანიზებული აუქციონის გზით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი) ან/და სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების ქონების შემძენ პირებს.“.
3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირებისა (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი) და სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის აუქციონის ჩატარება
1. სააგენტო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი) აუქციონს ატარებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისთვის – მოქმედი კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თითოეული ლოტის საწყისი ღირებულების (ბიჯის გარეშე) 5%-ით.
3. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ქონების სარგებლობის უფლების აუქციონი, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ლოტის (სარგებლობის უფლების) საწყისი საზღაურის (ბიჯის გარეშე) (ქირის) ერთი თვის შესაბამისი ოდენობით.
4. საქველმოქმედო მიზნებისთვის განკუთვნილ სარეალიზაციო ქონებაზე სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე აუქციონს ატარებს უსასყიდლოდ.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას სააუქციონო ლოტის მესაკუთრე იხდის მხოლოდ ლოტის რეალიზაციის შემთხვევაში.“.
|