„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№43-64
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.017243
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43-64

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 23/10/2023წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017140) და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესში:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ მომსახურების გაწევისას, როდესაც ისინი თავად ახორციელებენ სამუშაოებს .“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო მომსახურებას აწარმოებს დაჩქარებული წესით, ამ წესის მე-5, 5და 52 მუხლებით განსაზღვრულ ვადებში.“.

3. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:

მუხლი 51. სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა

1. ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე განსაზღვრული სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა, განცხადების მიღებიდან:

ა) მე-15 დღეს  – უფასო;

ბ) მე-10 დღეს  – 200 ლარი;

გ) მე-8 დღეს  – 400 ლარი;

დ) მე-5 დღეს  – 600 ლარი;

ე) 3 დღის ვადაში – 800 ლარი.

2. თუ სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია ან/და საზოგადოებრივი სივრცე აღემატება 200 კვადრატულ მეტრს, ხოლო ხაზოვანი ნაგებობების შემთხვევაში, 200 გრძივ მეტრს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 200 ლარი ყოველ 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ტერიტორიის ან/და საზოგადოებრივი სივრცის ერთეული არის 200 კვადრატული ან 200 გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობებისთვის, სადაც ყოველ 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრზე მეტი ტერიტორია ან/და საზოგადოებრივი სივრცე განისაზღვრება დამატებით 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრად.

4. თუ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისთვის გათვალისწინებულია სამუშაოების წარმოება  გზის სავალ ნაწილზე – სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთზე, ან საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულად მოთხოვნილია/დადგენილია საგზაო მოძრაობის სქემის საჭიროება, სააგენტო ამზადებს საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემას და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 500 ლარი.

5. თუ სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელია 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 200 ლარი ყოველი დამატებითი 30 კალენდარული დღისათვის.

6. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლამდე დაინტერესებული პირის მიერ მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია 3 დღის ვადაში (უფასოდ) განახორციელოს პროექტში ცვლილების შეტანა.

7. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლამდე დაინტერესებული პირის მიერ მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია სამუშაოთა წარმოების ვადა გააგრძელოს დამატებითი ვადით. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისთვის დამატებითი ვადის მიცემის შესახებ აქტის გამოცემისათვის სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტით განსაზღვრული საფასური, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის გარეშე.

8. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლის შემდეგ დაინტერესებული პირის მიერ სამუშაოთა წარმოების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, ახალი აქტის გამოცემა ხორციელდება ამ მუხლის პირველი – მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ვადის ერთეული არის 30 კალენდარული დღე, სადაც ყოველ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა განისაზღვრება დამატებით 30 კალენდარულ დღედ.

10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა ხორციელდება უსასყიდლოდ (ფასიანი მომსახურების გარეშე).

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თითოეულ სამუშაოს წარმოებაზე ან ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ცალკე განცხადება.

12. თუ დაინტერესებული პირი სააგენტოს არ წარუდგენს საქმის გადასაწყვეტად აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ განმცხადებელი სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში არ წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის განუხილველად დატოვების შესახებ.

მუხლი 52. ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემა:

ა) თუ ნაგებობის სიგრძე არ აღემატება 5 კმ-ს – 200 ლარი, 5 კმ-ის ზემოთ თითოეულ კმ-ზე – 100 ლარი.

2. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას პირველ პუნქტში დადგენილ საფასურს ემატება, განცხადების მიღებიდან:

ა) მე-15 დღეს თანხმობის მისაღებად – უფასო;

ბ) მე-10 დღეს თანხმობის მისაღებად – 200 ლარი;

გ) მე-5 დღეს თანხმობის მისაღებად – 400 ლარი;

დ) 3 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 600 ლარი;

ე) 1 დღის ვადაში (იმავე სამუშაო დღის 12:00 საათამდე მიღებულ განცხადებაზე) თანხმობის მისაღებად – 800 ლარი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ხაზობრივი ნაგებობის სიგრძის ერთეულს წარმოადგენს ერთი კილომეტრი, ყოველ 1 (ერთ) კილომეტრზე ნაკლები სიგრძე განისაზღვრება დამატებით 1 (ერთ) კილომეტრად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განმცხადებელმა თითოეულ ხაზობრივ ნაგებობაზე უნდა წარადგინოს ცალკე განცხადება. თუ დაინტერესებული პირი სააგენტოს არ წარუდგენს საქმის გადასაწყვეტად აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ განმცხადებელი სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში არ წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის განუხილველად დატოვების შესახებ.“.

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით, 51 მუხლის მე-12 პუნქტით და 52 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს გადახდილი საფასური არ დაუბრუნდება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე