„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46-86
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.017265
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46-86

2024 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 23/10/2023წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017140) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:

1. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე/სამუშაოების წარმოებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის დამზადება ან/და შეთანხმება

1. ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში ან/და ტერიტორიაზე განსაზღვრული სამუშაოების წარმოებაზე, როცა საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემა უკვე შეთანხმებულია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (შემდგომში – აქტი) გამოცემის საფასურია განცხადების მიღებიდან:

ა) მე-15 დღეს  – უფასო;

ბ) მე-10 დღეს  – 200 ლარი;

გ) მე-5 დღეს  – 600 ლარი;

დ) მე-3 დღეს  – 800 ლარი.“.

2. ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში ან/და ტერიტორიაზე განსაზღვრული სამუშაოების წარმოებაზე დამზადებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის შეთანხმების და სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემის საფასურია განცხადების მიღებიდან:

ა) მე-15 დღეს – უფასო;

ბ) მე-10 დღეს – 500 ლარი;

გ) მე-5 დღეს– 1100 ლარი;

დ) მე-3 დღეს – 1500 ლარი.

3. ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში ან/და ტერიტორიაზე განსაზღვრული სამუშაოების წარმოებაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის დამზადებისა და შეთანხმების, აგრეთვე სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემის საფასურია განცხადების მიღებიდან:

ა) მე-15 დღეს – უფასო;

ბ) მე-10 დღეს – 500 ლარი;

გ) მე-5 დღეს – 1100 ლარი;

დ)  მე-3 დღეს – 1500 ლარი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის დამზადების საფასურია: 1-დან 50  გრძივი მეტრის ჩათვლით 500 ლარი; 51-დან 100 გრძივი მეტრის ჩათვლით - 1000 ლარი და ყოველ მომდევნო 50 გრძივ მეტრზე საფასური დამატებით განისაზღვრება 500 ლარით, რომელიც ემატება ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საფასურებს.

 5. თუ სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია ან/და საზოგადოებრივი სივრცე აღემატება 200 კვადრატულ მეტრს, ხოლო ხაზობრივი ნაგებობების შემთხვევაში 200 გრძივ მეტრს, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 200 ლარი ყოველ 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრზე.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ან/და საზოგადოებრივი სივრცის ერთეული არის 200 კვადრატული ან 200 გრძივი მეტრი ხაზობრივი ნაგებობებისთვის, სადაც ყოველ 200 კვადრატულ ან 200 გრძივ მეტრზე მეტი ტერიტორია ან/და საზოგადოებრივი სივრცე განისაზღვრება დამატებით 200 კვადრატულ ან 200 გრძივ მეტრად.

7. თუ სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელია 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 200 ლარი ყოველი დამატებითი 30 კალენდარული დღისათვის.

8. სააგენტოს მიერ გამოცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლამდე დაინტერესებული პირის მიერ მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია 3 დღის ვადაში (უფასოდ) განახორციელოს პროექტში ცვლილების შეტანა.

9. სააგენტოს მიერ გამოცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლამდე დაინტერესებული პირის მიმართვისა და მის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-2-მე-4 პუნქტებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გარდა ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდისა, სააგენტო უფლებამოსილია სამუშაოთა წარმოების ვადა გააგრძელოს დამატებითი ვადით.

10. სააგენტოს მიერ გამოცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლის შემდეგ დაინტერესებული პირის მიერ სამუშაოთა წარმოების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, ახალი აქტის გამოცემა ხორციელდება ამ მუხლის პირველი – მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.

11. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ვადის ერთეული არის 30 კალენდარული დღე, სადაც ყოველ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა განისაზღვრება დამატებით 30 კალენდარულ დღედ.

12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა ხორციელდება უსასყიდლოდ (ფასიანი მომსახურების გარეშე).

13. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ თითოეული სამუშაოს წარმოებაზე ან ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ცალკე განცხადება.

14. თუ დაინტერესებული პირი სააგენტოს არ წარუდგენს საქმის გადასაწყვეტად აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ განმცხადებელი სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში არ წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის განუხილველად დატოვების შესახებ.“.

2. 52 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემა:

ა) თუ ნაგებობის სიგრძე არ აღემატება 5 კილომეტრს – თითოეულ კილომეტრზე 200 ლარი;

ბ) თუ ნაგებობის სიგრძე აღემატება 5 კილომეტრს - 5 კილომეტრზე ზემოთ თითოეულ კილომეტრზე 100 ლარი.

2. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საფასურს ემატება, განცხადების მიღებიდან:

ა) მე-15 დღეს – უფასო;

ბ) მე-10 დღეს – 200 ლარი;

გ) მე-5 დღეს – 400 ლარი;

დ) მე-3 დღეს – 600 ლარი.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის.

2. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც სააგენტოს წარედგინება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით პორტალზე ms.gov.ge ან letters.ms.gov.ge შესაბამის  ნომენკლატურაში: „დაჩქარებული მომსახურება/მომსახურების თანხის დაბრუნება.“. განცხადებას უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე;

ბ) დაინტერესებული პირი დაჩქარებული მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

გ) სააგენტომ დაჩქარებული მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში.

დ) თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას.

4. ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება. განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიერ განცხადება წარდგენილ იქნა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას.

5. ამ წესის 51 მუხლის მე-14 პუნქტით და 52 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურების გასაწევად გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება. განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურების გასაწევად გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიერ განცხადება წარდგენილ იქნა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას.

6. ამ წესის 51 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებით, ასევე 52 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური ექვემდებარება დაბრუნებას, თუ სააგენტო უარს განაცხადებს ზემოაღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, ხოლო მომსახურების საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუ უკვე არსებობს სააგენტოს უარი  ერთსა და იმავე მომსახურების გაწევის თაობაზე.

7. გადახდილი საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება საფასურის გადამხდელს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი დეკემბრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე