„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25-30 |
|
2023 წლის 19 მაისი ქ. თბილისი |
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავარიულ სახლში დაინტერესებული პირების არსებული საკუთრების ჩანაცვლება ხდება იმ მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართით, რომელ მიწაზეც იყო განთავსებული ავარიული სახლი, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, ასევე მე-8 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 – მე-11 პუნქტები:
„8. მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვებია, ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე/მიმდებარე საკადასტრო ერთეულზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობ(ებ)ის ჩართვა ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში, თუ მიწის ნაკვეთები, რომლებზეც განთავსებულია მომიჯნავე/მიმდებარე შენობა-ნაგებობები, შესაძლებელია ისე გაერთიანდეს სამშენებლოდ განკუთვნილ მიწის ნაკვეთთან, რომ დაცული იქნება მიწის ნაკვეთის მთლიანობა.
9. ამ წესის მიზნებისათვის, ავარიულ სახლად განიხილება და ჩანაცვლებას ექვემდებარება ასევე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მხოლოდ ის მომიჯნავე/მიმდებარე შენობა-ნაგებობები, რომელთა ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას (ან ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში გახდა V, IV ან III კატეგორიის ავარიულობის ხარისხის) და გამოიყენება საცხოვრებელი ან/და კომერციული დანიშნულებით, მათ შორის, ერთბინიანი სახლებიც. ამასთან, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროცესში ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩართვა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესი პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს საცხოვრებელი სახლის მდგრადობაზე და ქმნის საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხის ზრდის საფრთხეს, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
10. ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ავარიული სახლის ჩართვისას, უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი, ხოლო მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია ეს ავარიული სახლი, უნდა გაერთიანდეს ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთთან.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ავარიული სახლის მესაკუთრეს, დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა ფართი ამ წესის შესაბამისად.“.
|