ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად (წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით) დაფინანსების პროგრამისა და განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4-15 |
|
2015 წლის 2 მარტი ქ. თბილისი |
|
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ხელოვნების სკოლებზე და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებზე დაფინანსების ოდენობა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) თითოეული მოსწავლის სწავლის (საბაზისო) დაფინანსებისთვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება ა(ა)იპ ხელოვნების სკოლებისა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისთვის თითოეულ განყოფილებაზე დაწესებული ზღვრული რაოდენობის მიხედვით - 62.50 ლარის ოდენობით;
ბ) სპეციალობის მასწავლებლებზე – 87,50 ლარის ოდენობით;
გ) მაპროფილებელი საგნების მასწავლებლებზე - 37,50 ლარის ოდენობით;
3. დასაფინანსებელ მოსწავლეთა სიაში მოსწავლის დამატება, ჩანაცვლება ან სხვა სახის ცვლილება მოხდება ა(ა)იპ ხელოვნების სკოლების მასწავლებელთა საბჭოსა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების სათათბირო ორგანოს-გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე;
4. მოსწავლეს სხვა ა(ა)იპ ხელოვნების სკოლაში, ან ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სხვა ფილიალში გადასვლის შემთხვევაში, სწავლის გადასახადი არ უნარჩუნდება;
5. წინამდებარე პროგრამის (წესის) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება სპეციალობისა და მაპროფილებელი საგნის მასწავლებლების წახალისების მიზნით, გამოიყოფა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლის (სოციალურად დაუცველი ოჯახიდან) სახელოვნებო სკოლაში თუ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სწავლის (საბაზისო) საფასურის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის მოსახლეობის სერვისების მიწოდების (დახმარების) პროგრამიდან (6.2.6).
6. წინამდებარე პროგრამის (წესის) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება სპეციალობისა და მაპროფილებელი საგნის მასწავლებლების წახალისების მიზნით, გამოიყოფა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლის ქალაქ თბილისის მუნიციაპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის №19, ა(ა)იპ შოთა შანიძის სახელობის №20, ა(ა)იპ ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის №28 და ა(ა)იპ ჰამლეტ გონაშვილის სახელობის №29 ხელოვნების სკოლებში სწავლის (საბაზისო) საფასურის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან“ (8.2).
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ხელოვნების სკოლებმა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებმა დაფინანსების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს წერილით, რომელსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ხელოვნების სკოლების მასწავლებელთა საბჭოს და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების სათათბირო ორგანოს - გამგეობის მიერ ჩატარებული სხდომის ოქმი და სია (ხელმოწერილი ხელოვნების სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორებისა და მასწავლებლების მიერ);
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ხელოვნების სკოლებისა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოსწავლეების, სპეციალობისა და მაპროფილებელი საგნის მასწავლებლების სია;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ხელოვნების სკოლებისა და ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოსწავლეების და მათი მასწავლებლებისთვის გადასახდელი თანხის რაოდენობა;
3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება სუბსიდიების სახით.