ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.02.2015 ძალადაკარგული 07.04.2017
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.174.016061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქ. გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სახელმწიფო და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისათვის ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების რუკა და ზონებისა და ქვეზონების საზღვრების აღწერის დოკუმენტი დანართი 2-ის შესაბამისად (თან ერთვის   5(ხუთი)   ფურცლად).
მუხლი 2
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K განისაზღვროს  150-ის ოდენობით.
მუხლი 3
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL  ზონების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა - 1,5;

ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა - 1,4;

გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა - 1,3;

დ) შუალედური ზონა  -1,0;

ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა - 0,9;

ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა - 0,8;

ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა - 0,7.

მუხლი 4
განისაზღვროს 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე ქ. გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი ზონის ქვეზონების მიხედვით დანართი 1-ის შესაბამისად (თან ერთვის  1(ერთი)  ფურცლად) .
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი 1

 

ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და

 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1
ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება მიწის ნაკვეთის მდებარეობის ზონის და ქვეზონების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

CN=IMG x ITL x C x K , სადაც:

 

ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG -  არის ქ. გორის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,65-ს;

გ)  ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

გ.ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა - 1,5;

გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა - 1,4;

გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა - 1,3;

გ.დ) შუალედური ზონა  - 1,0;

გ.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა - 0,9;

გ.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა - 0,8;

გ.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა - 0,7;

დ) C - არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის (ოცდაოთხი თეთრი)  ტოლია;

ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს.

მუხლი 2
დანართის პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა - CN= 35.10 ლარი(ოცდათხუთმეტი ლარი და ათი თეთრი);

ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა - CN= 32.76 ლარი(ოცდათორმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი);

გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა - CN= 30.42 ლარი(ოცდაათი ლარი და ორმოცდაორი თეთრი);

დ) შუალედური ზონა  - CN= 23.4 ლარი(ოცდასამი ლარი და ორმოცი თეთრი);

ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა - CN= 21.06 ლარი(ოცდაერთი ლარი და ექვსი თეთრი);

ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა - CN= 18.72 ლარი(თვრამეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი);

ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა - CN= 16.38 ლარი(თექვსმეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი).


დანართი 2

 

ქალაქ გორის ტერიტორიის ზონირება

არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისათვის

ქვეზონები

ქ. გორის ზონების (ქვეზონების) აღწერა

ლოკალური

ტერიტორიული

ინდექსი IТL

ცენტრალური ზონა

 

 

 

     1 ქვეზონა

       ჯორბენაძის ქუჩა- მდ. ლიახვიდან ყიფიანის ქუჩამდე; ყიფიანის ქუჩა-ჯორბენაძის ქუჩიდან გვერდწითელის ქუჩამდე; გვერდწითელის ქუჩა-ყიფიანის ქუჩიდან ყოფილი „სოფტექნიკის“ ტერიტორიის დასავლეთ ღობემდე; ყოფილი „სოფტექნიკის“  ტერიტორიის დასავლეთი ღობე-გვერდწითელის ქუჩიდან №5 სამხედრო ბრიგადის ტერიტორიის სამხრეთით მდებარე გზამდე; №5 სამხედრო ბრიგადის ტერიტორიის სამხრეთით მდებარე გზა-„სოფტექნიკის“ დასავლეთი ღობიდან ცხინვალის გზატკეცილამდე; ცხინვალის გზატკეცილი- №5 სამხედრო ბრიგადის სამხრეთ ღობიდან ახალი საკოლმეურნეო ბაზრის ჩრდილოეთ ღობემდე; ახალი საკოლმეურნეო ბაზრის ჩრდილოეთ ღობე- ცხინვალის გზატკეცილიდან მდინარე ფშანამდე; მდინარე ფშანი-ახალი საკოლმეურნეო ბაზრის ჩრდილოეთ ღობიდან მდინარე მეჯუდის შესართავამდე; მდინარე მეჯუდა-მდინარე ფშანის შესართავიდან კახნიაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე; კანიაშვილის ქუჩა-მდინარე მეჯუდიდან ჭანტურიას ქუჩის გავლით დავით აღმაშენებლის გამზირამდე; დავით აღმაშენებლის გამზირი-ჭანტურიას ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა-აღმაშენებლის გამზირიდან ჩოჩიშვილის ქუჩამდე; ჩოჩიშვილის ქუჩა- თამარ მეფის ქუჩიდან მდინარე მტკვრამდე; მდინარე მტკვარი- ჩოჩიშვილის ქუჩიდან მდინარე ლიახვის შესართავამდე; მდინარე ლიახვი-მდინარე მტკვრის შესართავიდან ჯორბენაძის ქუჩის კვეთამდე.

 

       2 ქვეზონა

    მდინარე მეჯუდა-კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე; პუშკინის ქუჩა- მდინარე მეჯუდიდან აღმაშენებლის გამზირამდე; აღმაშენებლის გამზირი- პუშკინის ქუჩიდან ჭანტურიას ქუჩამდე; ჭანტურიას ქუჩა- აღმაშენებლის გამზირიდან კახნიაშვილის ქუჩის გავლით მდინარე მეჯუდამდე.

 

      3  ქვეზონა

ა)  ჩოჩიშვილის ქუჩა-ძმები რომელაშვილების ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა- ჩოჩიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის გამზირამდე; აღმაშენებლის გამზირი-თამარ მეფის ქუჩიდან ძმები რომელაშვილების ქუჩის კვეთამდე; ძმები რომელაშვილების ქუჩა-აღმაშენებლის ქუჩიდან ჩოჩიშვილის ქუჩამდე;

ბ)  მდინარე ლიახვი- ჯორბენაძის ქუჩიდან ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩამდე; ალ. ჯავახიშვილის ქუჩა-მდინარე ლიახვიდან იოსებიძის ქუჩამდე; იოსებიძის ქუჩა- ალ.ჯავახიშვილის ქუჩიდან ტყვიავის ქუჩამდე; ტყვიავის ქუჩა-იოსებიძის ქუჩიდან ყიფიანის ქუჩამდე; ყიფიანის ქუჩა-ტყვიავის ქუჩიდან ჯორბენაძის ქუჩამდე; ჯორბენაძის ქუჩა- ყიფიანის ქუჩიდან მდინარე ლიახვამდე;

 

შუალედური ზონა

 

   ჭონქაძის ქუჩა- მდინარე მტკვრიდან მოსკოვის ქუჩამდე; მოსკოვის ქუჩა- ჭონქაძის ქუჩიდან გორგასალის ქუჩამდე; გორგასალის ქუჩა-მოსკოვის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე; ივ. ჯავახიშვილის ქუჩა- გორგასალის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე; გრიბოედოვის ქუჩა- ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან მდ. ლიახვის გადაკვეთით მის მარცხენა სანაპირომდე (ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩის კვეთამდე); მდინარე ლიახვის მარცხენა სანაპირო- ალ.ჯავახიშვილის ქუჩის კვეთიდან მდინარე მტკვრის შესართავამდე; მდ. მტკვრის მარცხენა სანაპირო- მდინარე ლიახვის შესართავიდან ძმები რომელაშვილების ქუჩამდე; ძმები რომელაშვილების ქუჩა-მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროდან სუხიშვილის ქუჩამდე; სუხიშვილის ქუჩა- ძმები რომელაშვილების ქუჩიდან პუშკინის ქუჩის კვეთამდე; პუშკინის ქუჩა-სუხიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯუდამდე; მდინარე მეჯუდა- პუშკინის ქუჩიდან მდინარე ფშანის შესართავამდე; მდინარე ფშანი- მდინარე მეჯუდიდან გურამ პაპიტაშვილის ქუჩამდე; გურამ პაპიტაშვილის ქუჩა - მდინარე ფშანიდან მელიქიშვილის ქუჩამდე; მელიქიშვილის ქუჩა - პაპიტაშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა-მელიქიშვილის ქუჩიდან თოიძის ქუჩამდე; თოიძის ქუჩა- ნინოშვილის ქუჩიდან სუხიშვილის ქუჩამდე; სუხიშვილის ქუჩა- თოიძის ქუჩიდან ყოფილი ავტოკოლონის ტერიტორიის ჩრდილოეთ ღობემდე; შემდეგ საზღვარი მიჰყვება ყოფილი ავტოკოლონის ტერიტორიის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ღობეს და მიჰყვება სამხედრო პოლიგონის დასავლეთ ღობეს სამების ქუჩის გადაკვეთამდე; სამების ქუჩა- სამხედრო პოლიგონის დასავლეთ ღობიდან რაზმაძის ქუჩამდე; რაზმაძის ქუჩა-სამების ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა- რაზმაძის ქუჩიდან ი.აბრამაშვილის ქუჩამდე; ი.აბრამაშვილის ქუჩა- თამარ მეფის ქუჩიდან დ. ჩუბინიშვილის ქუჩამდე; შემდეგ საზღვარი მიემართება მდინარე მტკვრის გადკვეთით გაბაშვილისა და გორიჯვრის ქუჩების კვეთამდე; გაბაშვილის ქუჩა- გორიჯვრის ქუჩიდან კეცხოველის ქუჩამდე; კეცხოველის ქუჩა- გაბაშვილის ქუჩიდან თრიალეათის ქუჩის გავლით გორიჯვრის ქუჩამდე; შემდეგ საზღვარი მიუყვება გზას ელექტროფიკაციის დასახლების დასაწყისამდე საიდანაც მდინარე მტკვრის გადაკვეთით უერთდება ჭონქაძის ქუჩას.

 

პერიფერიული ზონა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      1 ქვეზონა

ა) გორგასლის ქუჩა – ივ.ჯავახიშვილის ქუჩიდან შინდისის გზატკეცილამდე; შემდეგ საზღვარი მდინარე ლიახვის გადაკვეთით მიემართება ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩების კვეთამდე; გვერდწითელის ქუჩა– ნადირაძის ქუჩიდან ყიფიანის ქუჩამდე; ყიფიანის ქუჩა– გვერდწითელის ქუჩიდან ტყვიავის ქუჩამდე; ტყვიავის ქუჩა– ყიფიანის ქუჩიდან იოსებიძის ქუჩამდე; იოსებიძის ქუჩა– ტყვიავის ქუჩიდან ალ. ჯავახიშვილის ქუჩამდე; ალ. ჯავახიშვილის ქუჩა– იოსებიძის ქუჩიდან მდინარე ლიახვამდე; შემდეგ საზღვარი მდინარე ლიახვის გადაკვეთით მიემართება გრიბოედოვის ქუჩამდე; გრიბოედოვის ქუჩა– მდინარე ლიახვიდან ივ. ჯავახიშვილის ქუჩამდე; ივ. ჯავახიშვილის ქუჩა – გრიბოედოვის ქუჩიდან გორგასლის ქუჩამდე;

ბ)  მდინარე ფშანი– გურამ პაპიტაშვილის ქუჩიდან ქალაქის ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვრამდე; შემდეგ საზღვარი მიუყვება ქალაქის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ადმინისტრაციულ საზღვარს სამხედრო პოლიგონის ჩრდილოეთ საზღვრის გადაკვეთამდე, საიდანაც მიემართება ყოფილი ავტოკოლონის ტერიტორიის ჩრდილოეთ ღობის გასწვრივ სუხიშვილის ქუჩამდე; სუხიშვილის ქუჩა– ყოფილი ავტოკოლონის ჩრდილოეთ ღობიდან თოიძის ქუჩამდე; თოიძის ქუჩა– სუხიშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა– თოიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე; მელიქიშვილის ქუჩა– ნინოშვილის ქუჩიდან გ.პაპიტაშვილის ქუჩამდე; გ.პაპიტაშვილის ქუჩა– მელიქიშვილის ქუჩიდან მდინარე ფშანის გადაკვეთამდე;

გ) კეცხოველის ქუჩა – ატენის ქუჩიდან გაბაშვილის ქუჩამდე; გაბაშვილის ქუჩა– კეცხოველის ქუჩიდან გორიჯვრის ქუჩის კვეთამდე; შემდეგ საზღვარი კვეთს მდინარე მტკვარს და მიემართება ჩუბინიშვილისა და ი.აბრამაშვილის ქუჩების კვეთამდე; ი.აბრამაშვილის ქუჩა– დ. ჩუბინიშვილის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა– ი. აბრამაშვილის ქუჩიდან რაზმაძის ქუჩის კვეთამდე; შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთით ჩუბინიშვილის ქუჩის ბოლოს კვეთამდე და მდინარე მტკვრის გადაკვეთით უერთდება ქარხნის ქუჩას; ქარხნის ქუჩა– მდინარე მტკვრიდან კეცხოველის ქუჩამდე; კეცხოველის ქუჩა– ქარხნის ქუჩიდან ყოფილი ნავთობ ბაზის დასავლეთ ღობემდე; ყოფილი ნავთობ ბაზის დასავლეთი ღობე– კეცხოველის ქუჩიდან ძმები ზუბიაშვილების ქუჩამდე; ძმები ზუბიაშვილების ქუჩა– ყოფილი ნავთობაზის დასავლეთ ღობიდან არსენა მარაბდელის ქუჩის გავლით სამადაშვილის ქუჩამდე; სამადაშვილის ქუჩა– მარაბდელის ქუჩიდან ნავთსადენის ქუჩამდე; ნავთსადენის ქუჩა– სამადაშვილის ქუჩიდან, ატენის ქუჩის გავლით, კეცხოველის ქუჩამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      2  ქვეზონა

ა)   ყოფილი ბამბეულის კომბინატის სამხრეთ ღობე – ჭონქაძის ქუჩიდან ცხინვალის რკინიგზის ხაზამდე; შემდეგ საზღვარი მიუყვება ქალაქის აღმოსავლეთ ადმინისტრაციულ საზღვარს წისქვილკომბინატის ტერიტორიის  ჩრდილოეთ ღობემდე; წისქვილკომბინატის ტერიტორიის ჩრდილოეთ ღობის გავლით საზღვარი კვეთს ცხინვალის რკინიგზის ხაზს, გამოდის შინდისის გზატკეცილზე და ყოფილი სახლმშენებელი კომბინატის გადასახვევის გავლით მიემართება მდინარე ლიახვამდე; მდინარე ლიახვიდან საზღვარი ე.წ.“ტიუმენის“ დასახლებაში შემავალი გზის გავლით მიემართება ცხინვალის გზატკეცილამდე; ცხინვალის გზატკეცილი– ე.წ. „ვოლოგდის“ გადასახვევიდან მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ჩრდილოეთ ღობემდე;  შემდეგ საზღვარი მიუყვება კეთილმოწყობის სამსახურის ჩრდიოეთ ღობეს, მიემართება ყოფილი „სოფტექნიკის“ დასავლეთი ღობის გავლით გვერდწითელის ქუჩამდე;  გვერდწითელის ქუჩა– ყოფილი “სოფტექნიკის“  დასავლეთ ღობიდან ნადირაძის ქუჩამდე; შემდეგ საზღვარი მიემართება შინდისის გზატკეცილისა და გორგასლის ქუჩების კვეთამდე; გორგასლის ქუჩა– შინდისის გზატკეცილიდან მოსკოვის ქუჩამდე; მოსკოვის ქუჩა– გორგასალის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩამდე; ჭონქაძის ქუჩა– მოსკოვის ქუჩიდან მდინარე მტკვრამდე;

ბ)  გორიჯვრის ქუჩა– ქუჩის დასაწყისიდან ქართლის ქუჩამდე; ქართლის ქუჩა– გორიჯვრის ქუჩიდან ატენის ქუჩამდე; ატენის ქუჩა– ქართლის ქუჩიდან ნავთსადენის ქუჩის გავლით სამადაშვილის ქუჩამდე; სამადაშვილის ქუჩა– ნავთსადენის ქუჩიდან მარაბდელის ქუჩამდე; შემდეგ საზღვარი მიემართება მარაბდელის ქუჩისა და ძმები ზუბაშვილების ქუჩის გავლით ყოფილი ნავთობბაზის დასავლეთ ღობემდე და ამ უკანასკნელის გავლით გამოდის კეცხოველის ქუჩაზე; კეცხოველის ქუჩა– ყოფილი ნავთობბაზის დასავლეთ ღობიდან შრომის ქუჩამდე; შრომის ქუჩა– კეცხოველის ქუჩიდან მდინარე მტკვრამდე; შემდეგ საზღვარი, მდინარე მტკვრის გადაკვეთით და ჩუბინიშვილის ქუჩის ბოლო წერტილის გავლით, უერთდება თამარ მეფის და რაზმაძის ქუჩის კვეთას; რაზმაძის ქუჩა–  თამარ მეფიდან სამების ქუჩამდე; სამების ქუჩა– რაზმაძის ქუჩიდან ქვის დამამზადებელ საამქრომდე; შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთით  ღამბარაულის ქუჩის გავლით თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით მდინარე მტკვრის გადაკვეთით შპალსაჟღენთი ქარხნის აღმოსავლეთ ღობემდე; შემდეგ საზღვარი მიუყვება ქალაქის სამხრეთ ადმინისტრაციულ საზღვარს და სადგურის დასახლების აღმოსავლეთ საზღვართან უერთდება გორიჯვრის ქუჩას;

 

 

 

 

      3 ქვეზონა

ზემოთ აღნიშნული საზღვრების გარდა დარჩენილი ქალაქის ტერიტორია.