ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.03.2015
ძალის დაკარგვა 11.06.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4-14
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.101.016127
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 627 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2015 მიღება
11.06.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4-14 2015 წლის 2 მარტი ქ. თბილისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1.  დამტკიცებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის პროექტი, დანართის შესაბამისად. 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესი  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში - შშმ) პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების განხორციელების პირობებს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის 6.2.28 კოდით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. მუხლი 2🔗. წესის მიზანი ამ წესის მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და კულტურულ - შემოქედებითი ღონისძიებებში ჩართვა.  მუხლი 3🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლენი აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობენ: ა)  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე - შშმ პირები; ბ)    შშმ პირთა ან/და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები; გ)    შშმ პირთა  სერვისის პროვაიდერი ორგანიზაციები. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების სახეები  მომსახურების სახეებია: ა) შშმ პირებში კულტურულ - შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) შშმ  პირთა განათლების და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა; გ) შშმ პირების სხვა საჭიროებების უზრუნველყოფა. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლის განცხადების განხილვის წესი 1. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულმა ქვეპროგრამით მოსარგებლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს (შემდგომში - სამსახურს) განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საქართელოს მოქალაქეობისა  და პირადობის  დამადასტურებელი მოწმობა (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში  რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი); ბ) არასრულწლოვნის შემთხვევაში დამატებით უნდა წარედგინოს დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გ) მომსახურების ხარჯების ინვოისი/ანგარიშფაქტურა; დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; ე) ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. 2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდეგ  აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზს, აღრიცხვას და წინადადებების მომზადებას უზრუნველყოფს სამსახური. 3. სამსახური განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას. 4. სამსახურის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს. მუხლი 6🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლის დაფინანსების წესი 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება სოციალური დახმარების ან მიმწოდებელთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. 2. სამსახურის მიერ, შემოსული დოკუმენტაციის საფუძველზე, ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის წერილის მომზადება, შესაბამის მოსარგებლისათვის  თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ზედამხედველობა განხორციელდება  სამსახურის მიერ. 4. პროგრამის ძირითადი დაფინანსება განხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. 5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომელზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის - ქვეპროგრამაში (6.2.28 კოდი) ქალაქ თბილისის მუნიუციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.  მუხლი 7🔗. შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგი 1. შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგი ხდება სამსახურის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. 2. შემთხვევის შერჩევითი მონიტორინგისას ხდება მიმწოდებლებთან სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, შშმ პირთან გასაუბრება. 3. შემთხვევითი მონიტორინგი გულისხმობს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენას. 4. მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას. მუხლი 8🔗. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 1. სრულყოფილად შესრულებულ მომსახურებაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. 2. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) პროგრამის დასახელება; გ) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულება; დ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ე) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. 3. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის გაუქმება და ცვლილებების შეტანა ხდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.