„მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“
მიღების თარიღი 02.03.2015
ძალის დაკარგვა 25.04.2018
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.159.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | შ.რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, სამედ-ვურღუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, კოსტავას, ჟორდანიას ქუჩები, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია |
| 3 | რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს,იაღლუჯის, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები, სამრეწველო ზონის ტერიტორია და ქ. მარნეულში მდებარე სხვა ტერიტორიები |
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი | მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე ზონირება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 31.01.2012
დოკუმენტის ტექსტი
„მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2015 წლის 2 მარტი
ქ.მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის მიხედვით.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის №2 ( www.matsne.gov.ge, 30/01/2014, 370020000.35.159.016137) დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი
დანართი №1
მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x IMG x C x K, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის ქ. მარნეულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,52-ს;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 160-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
№
ზონა
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
1
ცენტრალური ზონა
0,52
1,3
0,24
160
25,9584
2
შუალედური ზონა
0,52
1
0,24
160
19,968
3
პერიფერიული ზონა
0,52
0,7
0,24
160
13,9776
3. სოფლებში და დასახლებათა შორის არეალში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ით და შეადგენს – 5,9904 ლარს.
4. ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 125%-ით, რომელიც შეადგენს 24,96 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი.
5. ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ით, რომელიც შეადგენს 9,984 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი.
დანართი №2
ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება
№
ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე
ზონირება
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
ცენტრალური ზონა
1
შ.რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, სამედ-ვურღუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, კოსტავას, ჟორდანიას ქუჩები, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია
1,3
შუალედური ზონა
2
ბორჩალოელის, მაზნიაშვილის, ა.შაიგას, გამსახურდიას, კურბანოვის, ლაღიძის, ერეკლე II, მუსხელიშვილის, ჩოლოყაშვილის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გუდიაშვილის, გიორგაძის, 20 იანვრის, ყარყარაშვილის, ვაჩნაძის, ქობულეთის, გასანოვის, ხალილოვის, პუშკინის, ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, ლესელიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, ბერიტაშვილის, ლეონიძის, ასლანოვის, ბაგრატიონის, ტაბიძის, ქიქოძის, ჯორჯაძის, წერეთლის, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, საიათნოვას, გრიბოედოვის, ყაზბეგის, ბაღდადის, გრ.რობაქიძის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის ქუჩები, ცენტრალური და შუალედური ზონების ქუჩების ჩიხები.
1
პერიფერიული ზონა
3
რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს,იაღლუჯის, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები, სამრეწველო ზონის ტერიტორია და ქ. მარნეულში მდებარე სხვა ტერიტორიები
0,7