📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 02.03.2015
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.169.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 436 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2015 მიღება
20.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №17 2015 წლის 2 მარტი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   24-ე მუხლის 1-ლი  პუნქტის  „ე.გ“  ქვეპუნქტის,  „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი  განისაზღვროს დანართის  შესაბამისად; (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 იანვრის №4 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“,  www. matsne. gov.ge, 28/01/2014.       სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.169.016140  ). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში  (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი დანართი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:  CN=IMG  x  ITL  x  C  x  K , სადაც: 1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2.IMG არის  მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც დედოფლისწყაროსათვის  უდრის  0,30-ს; 3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; 4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს. 5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 28-ს. მუხლი 2🔗 პირველი პუნქტის მიხედვით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით: 1.   ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე  1კვ. მეტრისათვის - 2 ლარი; 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი 1კვ. მეტრისათვის დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.0 ლარს. 3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე  დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.50 ლარს. 4. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 1კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე  დადგენილი ფასის 62.5 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს  - 1,25 ლარს.