ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2015 წლის 4 მარტი ქ. ოზურგეთი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის მიერ
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის
გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 38-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, 20-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის მიერ
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის
მოსაკრებლის გადახდის წესი
მუხლი 1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოს აპარატიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე 200122900, შემდეგ სახაზინო კოდეზე: 300903106.
მუხლი 2.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოს აპარატი მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.
მუხლი 3.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან საჯარო ინფორმაცის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის („საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა) წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 5 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის.
მუხლი 4.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საჯარო ინფორმაცის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის („საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა) წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 5 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის.
მუხლი 5.
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.