ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.03.2015
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2015
matsne.gov.ge 742 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.05.2015 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.05.2015 თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 18.01.2016 ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.01.2016 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის და ატესტაცისიის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 06.11.2014

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №11 2015 წლის 6 მარტი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე–8 მუხლისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის თანდართული დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს გერბის თანდართული ნიმუში (დანართი №2). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი დანართი №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულება მუხლი 1🔗. კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის – გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა. მუხლი 2🔗. ზოგადი კრიტერიუმები 1. კონკურსის აწყობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა. 3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. კონკურსის სამუშაო ენაა ქართული. 4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის  შემთხვევაში. 5. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანო­ნე­ბ­ის გა­თვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს: ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;   ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა; გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა; დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო). 6. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციას იძ­ლევა კონკურსის კოორდინატორი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 3🔗. საკონკურსო კომისია 1. კონკურსს ატარებს კომისია, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით ქმნის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ ხუთი წევრით (მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი და/ან მოწვეული სპეციალისტი ან სხვა მოქალაქე). 3. კომისიას შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი. კომისიას ყავს კომისიის მდივანი.  4. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ ისტორიკოსები ან სხვა სპეციალისტები, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. 5. კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვას. 6. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კონკურსს ან/და სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, მოწვეული პირები ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები. 7. კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტის გათვალისწინებით და კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ნორმებით. 8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა. 9. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს დახურულიც, რომლის შესახებსაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და  კომისიის დამსწრე წევრები. განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვება ოქმს. 11. კონკურსის შედეგების მიხედვით კომისია აცხადებს გამარჯვებული ესკიზის პროექტს ან გამოაქვს გადაწყვეტილება ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ. 12. კონკურსის მონაწილეებს 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობება კომისიის მიერ მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ. 13. გამოცხადებული კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად თუ კომისიამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული ესკიზის პროექტი. მუხლი 4🔗. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსს აცხადებს საკრებულო  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით. 2. განცხადება კონკურსის შესახებ ქვეყნდება ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით. 3. განცხადება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ესკიზის პროექტისათვის წაყენებული ძირითადი ჰერალდიკური მოთხოვნები (ესკიზი, შესაბამისი ბლაზონი); ბ) გამარჯვებული პროექტის ჯილდოს ოდენობა; გ) წარდგენის ვადა; დ) საკონკურსო კომისიის მისამართი. 4. კონკურსის პროცედურის დაწყება შესაძლებელია არა უადრეს სამი კვირისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან. მუხლი 5🔗. კონკურსის პირობები 1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით. 2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკ­ლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება. 3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევ­ი­ზ­ი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკო­ნტ­აქტო მონაცემების შესახებ. 4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუ­ქ­უ­ლი კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირო­ბ­ები მისაღებია კონკურსანტისათვის. 5. დამატებითი მოთხოვნები (ნიმუში დანართი №2): ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე; ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი; გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ჭიათურა“. მუხლი 6🔗. კონკურსის შედეგების დამტკიცება 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის პროექტი შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს. 2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო; 3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მუხლი 7🔗. გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული პრემია კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია პრემია 1000 (ათასი) ლარი. მუხლი 8🔗. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები 1. გამარჯვებული პროექტი გადადის ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთ­რ­ე­ბ­აში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს. 2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით. დანართი №2