თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2016 წლის 18 იანვარი ქ. თელავი |
|
პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულება
კონკურსის მიზანია თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თელავის მუნიციპალიტეტი) სიმბოლიკის – გერბის და დროშის პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.
1. კონკურსს აწყობს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა.
3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. კონკურსის სამუშაო ენაა ქართული.
4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება ერთი კონკურსანტის მონაწილეობის შემთხვევაში.
5. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;
ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).
6. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციას იძლევა კონკურსის კოორდინატორი - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია.
1. კონკურსს ატარებს კომისია, რომელსაც იქმნება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით - ბრძანებით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ ხუთი წევრით (მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ან/და მოწვეული სპეციალისტი ან სხვა მოქალაქე).
3.კომისიას ჰყავს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, რომელთაც ირჩევს კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4.კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ ისტორიკოსები ან სხვა სპეციალისტები, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.
5.კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვას.
6. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, მოწვეული პირები ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
7. კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტის გათვალისწინებით და კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ნორმებით.
8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.
10. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს დახურულიც, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
11. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვება ოქმს.
12. კონკურსის შედეგების მიხედვით კომისია აცხადებს გამარჯვებული ესკიზის პროექტს ან გამოაქვს გადაწყვეტილება ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ.
13. კონკურსის მონაწილეებს 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობებათ კომისიის მიერ მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.
14. გამოცხადებული კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად თუ კომისიამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული ესკიზის პროექტი.
1. კონკურსის გამოცხადება ხდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით - ბრძანებით.
2. განცხადება კონკურსის შესახებ ქვეყნდება ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით.
3. განცხადება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ესკიზის პროექტისათვის წაყენებული ძირითადი ჰერალდიკური მოთხოვნები;
ბ) გამარჯვებული პროექტის ჯილდოს ოდენობა;
გ) წარდგენის ვადა;
დ) საკონკურსო კომისიის მისამართი.
4. კონკურსის პროცედურის დაწყება შესაძლებელია არა უადრეს სამი კვირისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.
2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის ქუჩა N16) წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.
3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
1. თელავის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის პროექტი შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.
2. თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
3. თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია პრემია 2000 (ათასი) ლარი.
1. გამარჯვებული პროექტი გადადის თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.
2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.
ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;
ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;
გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „თელავი“.
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის გათვალისწინებით.