„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №0315/05-1
2015 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართს, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული მონაცემები.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომერი 259 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №2 დანართში მოცემული რედაქციით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
| დანართი №1
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| ||||||
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/ მოქალაქ ეობა) | ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო -ფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 337 | სახელები: 1. დენისი (DENIS) 2. მამადუ (MAMADOU) 3. გერარდი (GERHARD) 4. კასპერი (CUSPERT)
დაბ. თარიღი: 18.10.75 დაბ ადგილი: ბერლინი, გერმანია (Berlin, Germany) ეროვნება/მოქალაქეობა: გერმანელი
| აბუ ტალა ალ–ალმანი (Abu Talha al-Almani) | პასპორტის მონაცემები:
პირადი ნომერი: #2550439611 გაცემულია ბერლინში (District Friedrichshain-Kreuzberg), გერმანია გამოშვების თარიღი: 22.04.10 მოქმედების ვადა: 21.04.20 | ა) სირია/თურქეთის საზღვარი (2015 წლის იანვრის მონაცემები); ბ) კარლ–მარქსის ქ. (Karl-Marx-Str.) 210, ბერლინი (Berlin), 12055, გერმანია (Germany) (ძირითადი მისამართი) | 11.02.15 | ფიზიკური აღწერილობა:
თვალის ფერი – ყავისფერი;
თმის ფერი – შავი;
სიმაღლე – 178 სმ;
სვირინგი: BROKEN DREAMS (წარწერა ზურგზე); აფრიკის პეიზაჟი (მარჯვენა მკლავზე).
მამა – რიჩარდ ლუკ–ჟიფარდი (Richard Luc-Giffard);
დედა – ზიგრიდ კასპერი (Sigrid Cuspert).
გერმანიის ფედერალური სასასამართლოს მიერ გაცემული იქნა დაპატიმრების ორდერი, რომელიც თარიღდება 2014 წლის 14 მაისითა და 2014 წლის 5 დეკემბრით. |
| დანართი №2
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან | ||||||
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/ მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო -ფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 259 | სახელები 1.ხალიფა (KHALIFA) 2.მუჰამადი (MUHAMMAD) 3.თურქი (TURKI) 4.ალ–სუბაი (AL-SUBAIY)
დაბ.თარიღი: 01.01.65 დაბ. ადგილი: დოჰა, კატარი (Doha, Qatar) ეროვნება/მოქალაქეობა: კატარი | ა) ხალიფა მოჰდ თურქი ალსუბე (Khalifa Mohd Turki Alsubaie); ბ) ხალიფა მოჰდ თურქი ალ–სუბე (Khalifa Mohd Turki al-Subaie); გ) ხალიფა ალ–სუბაი (Khalifa Al-Subayi); დ) ხალიფა თურქი ბინ მუჰამმად ბინ ალ–სუაი (Khalifa Turki bin Muhammad bin al-Suaiy); ე) აბუ მოჰამედ ალ–კატარი (Abu Mohammed al-Qatari); ვ) კატრინა (Katrina) | პასპორტის მონაცემები: დოჰაში (Doha) გაცემული კატარის პასპორტი: №00685868 გაცემის თარიღი: 05.02.06 მოქმედების ვადა: 04.02.11
პირადი ნომერი: კატარის პირადობის მოწმობა: №26563400140
| დოჰა, კატარი (Doha, Qatar) | 10.10.08 (ცვლილე-ბები 25.01.10 15.11.12 19.01.15)
| კატარში მოქმედ ტერორისტთა დამფინანსებელი და დამხმარე.
ახორციელებდა Al-Qaida-ს (იურიდიული პირების სია №38) მეთაურთა ფინანსურ დახმარებასა და მათ სასარგებლოდ გარკვეულ ქმედებებს, მათ შორისაა სამხრეთ აზიაში Al-Qaida–ს საწვრთნელ ბანაკში ახალი კადრების გადაგზავნა.
2008 წლის იანვარში ბაჰრეინის სისხლის სამართლის უმაღლესი სასამართლოს მიერ (Bahraini High Criminal Court) დაუსწრებლად გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული წვრთნების მოწყობის, ასევე, საზღვარგარეთ წვრთნების გავლის მიზნით პირთა გადაადგილებაში ხელის შეწყობისა და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით.
2008 წლის მარტში დაპატიმრებული იქნა კატარში, სადაც მოიხადა სასჯელი.
დედა – ჰამდა აჰმად ჰაიდუსი (Hamdah Ahmad Haidoos). |