სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №333
2015 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობის დასრულებისათვის ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებების 2015 წლის პირველი კვარტალის ფასებში გადაანგარიშებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი