სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.03.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო
თემატიკის დამტკიცების თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №10
2015 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
2. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და შეეძლოს გუნდური მუშაობა.
მუხლი 2🔗
1. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება სამართლის, ჰუმანიტარული ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 3 წელი;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის (ინგლისური ან/და რუსული ენა) ცოდნა;
ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობის გამოცდილება.
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ’’;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV და VI თავები);
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ’’;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ზ) აფხაზეთის კანონი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’;
თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის 287-ე ბრძანება „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილება „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“;
კ) რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის №4 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტო იდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ’’;
ლ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 23 იანვრის №1 დადგენილება.
მუხლი 3🔗
1. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაცი მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 2 წელი;
გ) უპირატესობა მიენიჭება დევნილთა განსახლებისა და სოციალური კუთხით სამთავრობო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან/და ორგანიზაციებში საქმიანობის გამოცდილებას;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet ) სრულყოფილი ცოდნა;
ე) უცხო ენის (ინგლისური ან/და რუსული ენა) ცოდნა.
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ’’;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV და VI თავები);
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ’’;
ვ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’;
ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287-ე ბრძანება „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ი) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, .უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილება „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ლ) რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის №4 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტო იდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“;
მ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 23 იანვრის №1 დადგენილება.
მუხლი 4🔗
1. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 2 წელი;
გ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet ) სრულყოფილი ცოდნა;
ე) უცხო ენის (ინგლისური ან/და რუსული ენა) ცოდნა.
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV და VI თავები);
ვ) საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის ბრძანებულება „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ზ) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ლ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილება „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“;
მუხლი 5🔗
1. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის პრესასთან, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება სამართლის, ჰუმანიტარული ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 2 წელი;
გ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში პრესასთან, საზოგადოებასთან ან/და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კუთხით მუშაობის გამოცდილებას;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (microsoft office word; microsoft office excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
ე) უცხო ენის (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა.
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV და VI თავები);
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ზ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №4 დადგენილება „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ი) რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის 2012 წლის 3 თებერვლის №4 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტო იდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“;
კ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 23 იანვრის №1 დადგენილება.