საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №338
წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
1. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის მიხედვით.
2. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი