საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №187 |
|
2015 წლის 9 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1. ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო, გარემოსდაცვითი, საჯარო ადმინისტრირების ან ტექნიკური მიმართულებით;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №20 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების, სახელმწიფო გარემოსდაცვითი პოლიტიკის, საერთაშორისო კონვენციების (ბაზელი, როტერდამი, სტოკჰოლმი) და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნების ცოდნა;
ე)
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ვ)
საპროექტო წინადადების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
ზ)
გარემოსდაცვით ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
თ)
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
ი)
კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; (Microsoft Office; Internet Utilities; Google apps for business);
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 09.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №187. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.023.016310.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.06.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №187, 09.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016310 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2759029/