აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.03.2015
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.102.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2015
matsne.gov.ge 364 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.12.2014 ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 02.03.2015 გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 09.03.2018 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 25.07.2018 თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 05.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2015 წლის 6 მარტი ქ. თბილისი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 120–ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის გათვალისწინებით, აჟარის (ზემო აფხაზეთის)   მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმა თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის 2 ფურცლად). ბ) პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა თანდართული დანართი №2 -ის შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის 3 ფურცლად). გ) პირობებით გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა თანდართული დანართი №3 -ის შესაბამისად (დანართი №3 თან ერთვის 4 ფურცლად). დ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა თანდართული დანართი №4-ის  შესაბამისად (დანართი №4 თან ერთვის 1 ფურცლად). მუხლი 2🔗 ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ  მოქმედი კანონმდებლობისა და საპრივატიზებო ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით. მუხლი 3🔗 ოქმის და ელექტრონული ფორმით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე გადაწყვეტილების თანდართულ ფორმებს მიუხედავად ელექტრონული აუქციონის და დოკუმენტის ელექტრონულად გაცემის თავისებურებათა გათვალისწინებით. მუხლი 4🔗 პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, ოქმი უნდა შეიცავდეს დადგენილ პირობებს, მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის ოდენობას და მისი გადახდის ვადებს, პირგასამტეხლოს ოდენობას და გადახდის ვადებს,  „აჟარის (ზემო აფხაზეთის)   მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით  გათვალისწინებული  პასუხისმგებლობის, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევებს. მუხლი 5🔗 ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ელექტრონული ოქმი და მისი ამონაბეჭდი, აგრეთვე ელექტრონული ფორმით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და მისი ამონაბეჭდი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით. მუხლი 6🔗 ელექტრონულ ოქმს და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას აქვს იურიდიული ძალა, აუქციონატორის აჟარის (ზემო აფხაზეთის)   მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი