,,საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №84 |
|
2015 წლის 5 მარტი ქ. თბილისი |
,,4. აშენებული ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველსაყოფად, ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეთა შეთანხმებით და მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ითვალისწინებდეს სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით გადაცემა/დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე (მათ შორის - მრავალწლიანი) ხელშეკრულების გაფორმებას გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებთან.
5. ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ელექტროენერგიის საჭირო მოცულობებით უზრუნველსაყოფად, ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეთა შეთანხმებით და მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშენებული ელექტროსადგურის მიერ წარმოებული, ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოცულობის გარდა, დამატებით ელექტროენერგიის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე (მათ შორის - სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორზე“) რეალიზაციის ვალდებულებას.“.
|