საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 09.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018474
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 665 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 24.10.2019 გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 24.06.2022 სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 20.02.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 17.02.2015 დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 23.06.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №89 2015 წლის 9 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და მე-17 მუხლის  მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს  სივრცითი მოწყობის  გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების  მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი   - კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს ვიცე-პრემიერი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი; დ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი; ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; ვ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი; ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი; თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი; ლ) საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; მ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; ნ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი; ო) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი; პ)  ეკონომიკური საბჭოს ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩეველი; ჟ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი; რ) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. მუხლი 2🔗 კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს  სივრცითი მოწყობის  გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა.  მუხლი 3🔗 დამტკიცდეს  საქართველოს  სივრცითი მოწყობის  გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი საქართველოს  სივრცითი მოწყობის  გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების  სამთავრობო კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  საქართველოს  სივრცითი მოწყობის  გენერალური სქემის „საქართველო 2030“ (შემდგომში – სქემა) შემუშავების სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. კომისია, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, თანამშრომლობს საქართველოს და უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 4. კომისიის მიზანი, სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი, ფუნქციები და ამოცანები 1. კომისიის მიზანია უზრუნველყოს სქემის შემუშავება. 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანებია: ა)  სქემის შემუშავების პროცესის ხელმძღვანელობა; ბ) სქემის შემუშავების მიზნით სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება. მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი დასახული მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად კომისია უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) განახორციელოს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სქემის შექმნისა და განვითარების საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებში პროექტების ინიცირებისა და იმპლემენტაციისას; გ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია. მუხლი 4🔗. კომისიის ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც: ა) უძღვება კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს კომისიის მდივნის წარდგინებით; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს. 2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის ერთ-ერთი წევრი. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის წევრის წარმომადგენელი კომისიის მუშაობაში მონაწილეობს კომისიის წევრის სტატუსით.  5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 7. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამდივნოს და სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას. 8. კომისია იკრიბება, როგორც წესი, 3 თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 5🔗. კომისიის სამდივნო 1. კომისიის  საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისია. 2. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს: ა)  კომისიის დავალებათა შესრულების მიზნით, კომისიის წევრთა შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას; ბ)   კომისიის დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში; გ) კომისიის მიერ ინიცირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას; დ) კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას. მუხლი 6🔗. კომისიის  სამუშაო ჯგუფი  დასახული მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფი შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით. მუხლი 7🔗. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.