ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება მოქმედი ინტელექტუალური საკუთრება
მიღების თარიღი 10.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 050030000.48.065.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე | სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური
ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმის“
დებულების დამტკიცების შესახებ კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო
ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება
№3
2015 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ” ქვეპუნქტების და მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების, აგრეთვე ამ სფეროში უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და სხვა შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების მომზადების მიზნით, შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.
2. დამტკიცდეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარენიკოლოზ გოგილიძე
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში – საკოორდინაციო საბჭო), წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს და შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით.
2. საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა
1. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ თავმჯდომარე (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე).
2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
3. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, რომლის ფუნქციები დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და აღსრულებასთან, შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
4. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.
5. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
მუხლი 3🔗.
საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ერთიანი სტრატეგიის შემუშავება;
ბ) უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
გ) სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
დ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
მუხლი 4🔗.
საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შეიმუშაოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, განიხილოს მათი განახლებისა და სრულყოფის საკითხები;
გ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის გაუმჯობესების მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები;
დ) განახორციელოს შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება, შეიმუშაოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სფეროში არსებული მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები, აგრეთვე რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციებისათვის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;
ე) შექმნას სამუშაო ჯგუფები საკოორდინაციო საბჭოს ამოცანების შესრულების ხელშეწყობისა და საექსპერტო დასკვნების მომზადების მიზნით;
ვ) საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის განვითარების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
მუხლი 5🔗.
საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია
1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
4. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს და დამოუკიდებელ ექსპერტს.
5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
6. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულება
საკოორდინაციო საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით.