ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება მოქმედი ინტელექტუალური საკუთრება
მიღების თარიღი 10.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 050030000.48.065.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე | სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება
№4
2015 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ თავმჯდომარის 2015 წლის 10 მარტის №3 ბრძანებით დამტკიცებული „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ნიკოლოზ გოგილიძე – სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;
მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
გიორგი კობეშავიძე - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ზინიკო ქობალია - საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი;
მირანდა მელქაძე – საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი;
ზურაბ გოგლიაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი;
მარიამ კობიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარენიკოლოზ გოგილიძე