აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება „თელასის“

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  ჩატარების შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „თელასი“ ( აქ და შემდგომში სს „თელასი“) გატყობინებთ  2015 წლის 03 აპრილს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  ჩატარების შესახებ კრების ფორმით ( აქციონერთა ერთობლივი დასწრება  დღის წესრიგის საკითხის განხილვისთვის ) შემდეგი დღის წესრიგით :

 

1.                   საზოგადოების გასული წლების გამოუყენებელი მოგების განაწილება.

 

სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიის შედგენის სააღრიცხვო დღე - 2015 წლის 6 მარტი .

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილი – საქართველო , . თბილისი , ვანის ქ. № 3.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დრო – 10 სთ. 00 წთ. ადგილობრივი დროით .

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო –09 სთ. 30 წთ. ადგილობრივი დროით .

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  ჩატარების ადგილის მისამართზე.

მეწარმეთა  შესახებ კანონის მუხ. 54 შესაბამისად  წინამდებარე შეტყობინების დანართში „ა“ წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს)  2015 წლის 13 მარტიდან  2015 წლის 03 აპრილამდე   10 სთ 00 წთ-დან  17 სთ 00 წთ-მდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

 

 

სააქციო საზოგადოება „თელასის“

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების 2015 წლის  03 აპრილს ჩატარების შესახებ შეტყობინების

 

დანართი „ა“

 

დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის

 

სს „თელასის“  წესდების  10 მუხ.  10.14 ქვეპუნქტის შესაბამისად  შეტყობინება  სს „თელასის“ (შემდგომში - საზოგადოება ) აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ ქვეყნდება საზოგადოების მიერ  საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე  საზოგადოების ვებსაიტზე  ინტერნეტის ქსელში არაუგვიანეს  აქციონერთა საერთო კრების ჩატარების  თარიღამდე 20 დღით ადრე.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად  გამოქვეყნებას ექვემდებარება  დღის წესრიგი, დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები  გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა ერთოდეს პროცედურის აღწერა, რომლის თანახმად  კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს  შეუძლია შეამოწმოს  კრებაში მონაწილეობის  უფლება.

 

2015 წლის  03 აპრილს სს „თელასის“ აქციონერთა  რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის  უფლების შემოწმების  პროცედურის აღწერა

 

კრების  ჩატარებამდე  10 დღით ადრე  აქციონერს შეუძლია  შეამოწმოს   კრებაში მონაწილოების უფლება სს „თელასის“ რეგისტრატორთან - სს  «საქართველოს  ფასიანი ქაღალდების  გაერთიანებული რეგისტრატორი»(ხელშეკრულება №ср-394, 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა. (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (99532) 22-53-51, 25-15-60. ფაქსი: (8832) 25-15-60.