სააქციო საზოგადოება „თელასის“ შეტყობინება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
სააქციო საზოგადოება „თელასი“ (აქ და შემდგომში – სს „თელასი“) გატყობინებთ 2017 წლის 31 ივლისს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების ფორმით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხის განხილვისთვის), შემდეგი დღის წესრიგით:
1. საზოგადოების დივიდენდური პოლიტიკის დამტკიცების შესახებ
სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა შესადგენად სააღრიცხვო დღეა 2017 წლის 10 ივლისი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილია – საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დროა 09 სთ 30 წთ ადგილობრივი დროით.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 09 სთ 00 წთ ადგილობრივი დროით.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54-ის მუხლის შესაბამისად წინამდებარე შეტყობინების დანართში „ა“ წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2017 წლის 10 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისამდე 09 სთ 00 წთ-დან 18 სთ 00 წთ-მდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.
დანართი „ა“
დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის
სს „თელასის“ წესდების მე-10 მუხლის 10.14 ქვეპუნქტის შესაბამისად, შეტყობინება სს „თელასის“ (შემდგომში – საზოგადოება ) აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ ქვეყნდება საზოგადოების მიერ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე საზოგადოების ვებსაიტზე ინტერნეტის ქსელში არაუგვიანეს აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღამდე 20 დღით ადრე.
კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა ერთოდეს პროცედურის აღწერა, რომლის თანახმად კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილოების უფლება.
2017 წლის 31 ივლისს სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმების პროცედურის აღწერა
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილოების უფლება სს „თელასის“ რეგისტრატორთან – სს „ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“ (ხელშეკრულება №ср-394/515, 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა. (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (99532) 222-53-51, 225-15-60. ფაქსი: (99532) 225-15-60.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააქციო საზოგადოება „თელასის“ შეტყობინება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სააქციო საზოგადოება „თელასის“ შეტყობინება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „სააქციო საზოგადოება „თელასის“ შეტყობინება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ“?
- „სააქციო საზოგადოება „თელასის“ შეტყობინება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ“ მიღებულია 07.07.2017. მიმღები ორგანო — სს „თელასი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სააქციო საზოგადოება „თელასის“ შეტყობინება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სააქციო საზოგადოება „თელასის“ შეტყობინება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ“, №0, 07.07.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3737325/