⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.05.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.03.2015
ძალის დაკარგვა 31.05.2016
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016234
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,920 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2015 მიღება
31.05.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №8 2015 წლის 10 მარტი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, 54-ე მუხლის და სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი თანდართული რედაქციით, დანართი №1.  მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ თავისი ცვლილებებით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე                                                                                                                                                                                            დანართი №1 ხონის   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი წინამდებარე წესი აწესრიგებს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარებების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად, სახელმძღვანელო პრინციპებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. ფულადი სოციალური დახმარების სახეები 1.ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი სოციალური დახმარებები: ა) განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთ ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება. ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ფულადი დახმარება; გ) გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერემბრალური დამბლით, დაუნის სინმდრომით  დაავადებულ პირთა დახმარება; დ) ხანდზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; ე) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება; ვ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯები; ზ) თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირთა დახმარების პროგრამა; თ)ლეიკემიით დაავადებულ ბენეფიციართა დახმარება; ი) ონკოდავადებულ ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა; კ) დედ–მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარება; ლ) მარტოხელა დედათა ერთჯერადი დამარება; მ) სტუდენტების დახმარება ნ)საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებულ მებრძოლთა დახმარება, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან სამედიცინო ეტლს; ო) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე მებრძოლთა დახმარება პ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირთა ფინანსური    დახმარება. ჟ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება(იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა, ომის ვეტერანთა,უპატრონო მიცვალებულთა); მუხლი 2🔗. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები 1. ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარება: ა) უკიდურესად შეჭირვებულ, ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა; ბ) დევნილების ზამთრისთვის სათბობი საშეშე მერქნით უზრუნველყოფა; გ) ომის ვეტერანებისათვის, მასთან გათანაბრებული პირებისათვის, რეპრესირებულთა და ჩერნობილის  საავარიო სამუშაოთა  მონაწილეებისთვის  სატელეფონო, საკანალიზაციო და წყალმომარაგების ხარჯების დაფინანსება. დ)  ქ. ხონის ტერიტორიაზე მცხოვრები, 57000 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების და კომპაქტურად ჩასახლებული სამხედრო დასახლებიუს ტერიტორიაზე ყველა დევნილების  წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს არაუმეტეს: სასმელ წყალზე სულზე 1 ლარი და კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში -1,3 ლარი. ე) მაღალმთიანი სოფლების-ღვედისა და ძეძილეთის მოსახლეობის ქ.ხონამდე კვირაში ერთი დღით სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა. თავი II ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 3🔗. განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა 1. მიუხედავად სულადობისა იმ მომენტისათვის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების  ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ იმ ოჯახებს, რომელთაც სსიპ მომსახურების სააგენტოს მოკვლევის შედეგად მიენიჭა 57 000-დან 80 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. დახმარება განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით. 2. მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე  ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დ) ბანკის ანგარიშის ნომერი; ე) გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული შუამდგომლობა და სოც.მდგომარეობა. 3. აღნიშნული ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ და არ გაიცემა სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახზე. მუხლი 4🔗. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება. 1.შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს ერთ ბავშვზე  200 ლარის ოდენობით. 2.დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობების  სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვების მეურვემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:                         ა) განცხადება გამგებლის სახელზე;                         ბ) ცნობა სტატუსის შესახებ სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოდან;                         გ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ქსეროასლი;                         დ) მეურვის პირადობის ქსეროასლი;                          ე) ბანკის ანგარიშის ნომერი; 3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 5🔗. გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერემბრალური დამბლით , დაუნის სინდრომით დაავადებულ პირთა  დახმარება 18 წლის ზემოთ 1. გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერემბრალური დამბლით, დაუნის სინდრომით  დაავადებულ პირთა დახმარება განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად, დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისმა მეურვემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ)ცნობა ინვალიდობის შესახებ სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოდან; გ)დახმარების მიმღები (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ქსეროასლი; დ)მეურვის შემთხვევაში მეურვის პირადობის ქსეროასლი; ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.                 3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 6🔗. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება 1. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღებით 300 ლარის ოდენობით.      დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯხის სრულწლოვანი წევრის მიერ გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) ხანდაზმული პირის (ან ოჯახის წევრის) წერილობითი განცხადება; ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობა (ასლი); გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი) – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია; დ) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი; 2. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 7🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;      1. ითვალისწინებს მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერად დახმარებას თითოეულ ბავშვზე 50    ლარის ოდენობით ( 18        წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილისათვის).     2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:      ა) განცხადება გამგებლის სახელზე;      ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;      გ)  ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;      დ) ბანკში ანგარიშის ნომერი; .     3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსება. ქვეპროგრამისფარგლებში გათვალისწინებული ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობის: გეგმური და გადაუდებელი სტაციონალური-ქირურგიული ოპერაციები, ლაბორატორიულ ინსტრუმენტული,პოზიტრონული-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიოა (PET/CT), კორონოგრაფია მძიმე გასტროფიბროსკოია და ფიბროსკოპია, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა, თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალიბა, თვალის ლაზერული ქირურგია, (გარდა დიაბეტური თვალისა) , და სხვა სამედიცინო მომსახურეობა. ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები სამედიცინო სადაზღვევო პროგრამის დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება განისაზღვროს 1000 (ათასი) ლარამდე. დახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:         ა) განცხადება;         ბ) პირადობის მოწმობის ასლი;         გ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა 100ა.         დ)ანგარიშფაქტურა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც პაციენტი იღებს მომსახურეობას.         ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სოციალურად                  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.        ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ;        ზ) ქორწინების მოწმობის ასლი, საჭიროების შემთხვევაში.       4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 9🔗. დიალეზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება.    1. ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარების დახმარებას. თითეულისათვის 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად ( ტრანსპორტით სარგებლობა).     2. დახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:      ა) განცხადება გამგებლის სახელზე;     ბ) პირადობის მოწმობის ასლი;     გ) ექიმის მიერ გაცემული ფორმა 100;     დ)  ბანკის ანგარიშის ნომერი;   3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 10🔗. ლეიკემიით დაავადებულ  ბენეფიციარების დახმარება     1.ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები  ლეიკემიით დაავადებულ ბენეფიციალთა დახმარებას.  თითეულისათვის 100 ლარის ოდენობით ყოველ თვიურად.     2 .გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტებია:          ა)განცხადება გამგებლის სახელზე.          ბ)პირადობის მოწმობის ასლი.          გ)ექიმის მიერ გაცემული ფორმა 100.         დ)ბანკის ანგარიშის ნომერი.      3. დახმარება გაიცემა ხონის მინიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 11🔗. ონკოდავადებული ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას (ქიმიო თერაპია) 1.ონკოდაავადებულების მედიკამენტოზური მკურნალობა  ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარების დახმარებას (მწვავე ფორმა). თითეულისათვის 100 ლარის ოდენობით ყოველ თვიურად. 2.  გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტებია: ა)განცხადება გამგებლის სახელზე.                  ბ)პირადობის მოწმობის ასლი.                  გ)ექიმის მიერ გაცემული ფორმა 100.                  დ) ანგარიშ-ფაქტურა.                 3 .დახმარება გაიცემა ხონის მინიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 12🔗. დედ–მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარება; 1.  დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარების პროგრამა ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 300 ლარის ოდენობით.  2. დახმარების მისაღებად მეურვემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:    ა) მეურვის განცხადება და პირადობის მოწმობის ასლი;    ბ) ცნობა მეურვეობის შესახებ;  გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;  დ) ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი  3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 13🔗. მარტოხელა დედათა ერთჯერადი დახმარება დახმარება განესაზღვროს 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ერთ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად, მარტოხელა დედამ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:  ა)წერილობითი განცხადება გამგებლის სახლზე;  ბ)ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა დედობის შესახებ;  გ)დედის პირადობის მოწმობის ქსეროქსი; დ)ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ქსეროასლი; ე)ბანკის ანგარიშის ნომერი.     3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 14🔗. სტუდენტების დახმარება უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს: ა) დედ-მამით ობოლი სტუდენტებისათვის 400 ლარის ოდენობით; სტუდენტებმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ)ცნობა უმაღლეს სასწავლებლიდან. გ)პირადობის მოწმობის ქსეროასლი.            დ) გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი  მშობლების. ე)ბანკის ანგარიშის ნომერი. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე მუხლი 15🔗. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებულ მებრძოლათა დახმარება, რომლების მიჯაჭვულნი არიან სამედიცინო ეტლს       1.ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 700 ლარის ოდენობით. 2.პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარებმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება, გამგებლის სახელზე; ბ)ომის მონაწილის პლასტიკური ბარათი ან ცნობა სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის განყოფილებიდან; გ) განმცხადებლის პირადობა ან ბენეფიციარის; დ) ბანკის ანგარიშის ნომერი; ე) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული შუამდგომლობა; ვ) ინვალიდობის მოწმობა (ფორმა 50/4);     3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 16🔗. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე მებრძოლთა დახმარება 1. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე მებრძოლთა დახმარება განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით. 2.დახმარების მისაღებად, დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:     ა)წერილობითიო განცხადბა გამგებლის სახელზე;     ბ) ომის მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;     გ)დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ქსეროასლი;     დ) ბანკის ანგარიშის ნომერი. 3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 17🔗. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირთა ფინანსური დახმარება 1.      მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირთა ერთჯერადი დახმარება ითვალისწინებს 150 ლარის ოდენობით. 2.      გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ)პირადობის მოწმობის და ვეტერანობის მოწმობის ქსეროასლი; გ)ბანკის ანგარიშის ნომერი            3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 18🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1.   მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება განისაზღვროს 250 ლარის ოდენობით.                 ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა)უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; ბ)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  სხვა ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; დ)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის  გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:    ა) დაკრძალვის ხარჯების მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;    ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);               გ) დაკრძალვის ხარჯების ცნობა;   დ) ბანკის ანგარიშის ნომერი;    ე) გარდავლილ დევნილთა შემთხვევაში გარდაცვლილი დევნილის პირადობისა და დევნილობის მოწმობის ქსეროასლი;   ვ) უპატრონო მიცვალებულთა შემთხვევში ინფორმაცია გამგებლის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;   ზ)გარდაცვლილი ომის ვეტერანის შემთხვევაში გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი. 3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. თავი III სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 19🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა 1. ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს გამგეობის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი და გამგეობის შესაბამისი სამსახურები. 2.  დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე; 3.  ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური პასუხისმგებელია მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. მუხლი 20🔗. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას. 2. გამგეობა უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას დადგენილი წესის შესაბამისად. 3. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება სამსახურს. მუხლი 21🔗. სოციალური სამსახურის მიერ განცხადებების განხილვა 1. გამგეობაში შემოსულ განცხადებებს სამსახური განიხილავს კომისიური წესით. 2. საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის მიერ სოციალური დახმარებების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მუხლი 22🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და  გაცემის უზრუნველყოფის დროებითი სამუშაო ჯგუფის  მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. მუხლი 23🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის (დასკვნის) საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 2. გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება. მუხლი 24🔗. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა 1. გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და დანიშნულია სოციალური დახმარება, იგზავნება გამგეობის ბუღალტერიაში, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი დახმარების სათანადო წესით გაცემას.